ენმ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
"შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში დატყვევებული რეჟიმის მიერ. მიგვაჩნია არამხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, მისი საპყრობილეში ყოფნა არის, რა თქმა უნდა, რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება", — განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
"ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი, თუ როგორ მოექცა მას რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არაერთხელ და სწორედ ამისთვის თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება ეს საგამოძიებო კომისია", — ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 13 იანვარს განაცხადა, რომ პარტია ძალიან ახლოსაა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა აქვე ამბობს, რომ არასერიოზული იქნება, თუ მხოლოდ საგამოძიებო კომისიების შესაქმნელად შევლენ. მელიას აზრით, მათ უნდა იბრძოლონ და ბრძოლის ყველა ასპარეზი აითვისონ.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ. პირველ თებერვალს იხსნება.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები