10 სიმღერა ბინდის საგის საუნდტრეკიდან, რომელმაც ფილმების ნაკლიც კი დაგვავიწყა
ფოტო: Summit Entertainment
არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა ბინდის საგა — კარგა ხანია, ყველანი შევთანხმდით, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმების სერიას სრულყოფილი საუნდტრეკი ჰქონდა. ხუთ ბლოკბასტერს სხვადასხვა რეჟისორი და პროდიუსერი ჰყავს; თითოეულმა ფილმებს თავისი განსხვავებული ხელწერა დაამჩნია. ამის მიუხედავად, საგის ხუთივე ნაწილში ერთიმეორეზე უკეთესი სიმღერებია გამოყენებული, რომელთაგან ათეულის შერჩევა ნამდვილად რთული ამოცანა იყო.
სტატია შეიცავს სპოილერებს ბინდის საგის ფილმებიდან
1. Iron & Wine — Flightless Bird, American Mouth
ეს სიმღერა საგაში ორჯერ ისმის — პირველად ბინდის დასკვნით ნაწილში, როცა ედვარდი და ბელა სკოლის ბანკეტზე ცეკვავენ, მეორედ კი განთიადის პირველ ნაწილში, როცა წყვილი თავის ქორწილში ცეკვავს. რომანტიკული ბალადა მაყურებელმა ისე შეიყვარა, რომ თუკი იუთუბვიდეოზე კომენტარების ავტორებს დავუჯერებთ, ბევრმა თავის ქორწილშიც გადაწყვიტა სიმღერის თანხლებით ცეკვა.
2. Muse — Supermassive Black Hole
კიდევ იცით, როდის დაგვავიწყდა ფილმის ნაკლოვანებები? როცა საგის პირველ ნაწილში ბეისბოლის თამაშის ლეგენდარული სცენა ვიხილეთ. კალენებისა და ბელას გართობის სულ რამდენიმეწუთიან ეპიზოდს Muse-ის ეს ცნობილი კომპოზიცია აფორმებს, რომელიც უკვე წლებია, ბინდთან ასოცირდება. სხვათა შორის, Muse საგის შემქმნელის, სტეფანი მეიერის, საყვარელი ჯგუფია, ბენდის მუსიკა კი წიგნების სერიის ერთ-ერთი ინსპირაციაც იყო.
3. Paramore — Decode
Muse-ისგან განსხვავებით, საგანგებოდ ბინდისთვის დაწერა სიმღერა ამერიკულმა როკჯგუფმა Paramore-მა. როგორც ჯგუფის წევრი და სიმღერის ერთ-ერთი ავტორი, ჰეილი უილიამსი, ამბობს, Decode (გაშიფვრა) ბელასა და ედვარდის რთული ურთიერთობის შთაგონებით შეიქმნა. ედვარდი ბელას აზრებს ვერ კითხულობს, ეს კი ისტორიაში ბევრ წინააღმდეგობას ქმნის. სიმღერა ბინდის მუსიკიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეკია და არაერთი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციებზეც აღმოჩნდა. Decode, რომელიც პლატინის სტატუსს ფლობს მილიონი გაყიდული ასლისთვის, გრემის ჯილდოზეც კი იყო წარდგენილი.
4. Blue Foundation — Eyes On Fire
ბინდის ფანები, რომლებიც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან უცნაური ახალი კლასელი გვეყოლებოდა, რომელიც ბოლოს ვამპირი აღმოჩნდებოდა, სკოლის ეზოში სწორედ ამ სიმღერას ვუსმენდით, თავს ბელას ადგილზე წარმოვიდგენდით და მხსნელად მოვლენილი ურჩხულის მოლოდინში ახლომახლო მანქანებს და ცაზე ღრუბლებს ვათვალიერებდით.
5. Bon Iver & St. Vincent — Rosyln
არაფერი აღვივებს მელანქოლიურ განწყობას ისე, როგორც ბინდის საგის მეორე ნაწილის, ახალი მთვარის, საუნდტრეკი. Rosyln ამ ფილმში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სიმღერაა, რომელიც ედვარდის დამშვიდობებამდე, სულ რამდენიმე წამით ისმის. ამის მიუხედავად, კომპოზიციამ ფილმის განწყობა ზედმიწევნით ასახა, ამიტომ, მისი მოსმენა წვიმიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება.
6. ლუკე ლი — Possibility
საგაში ერთ-ერთი საუკეთესოდ გადაღებული სცენა ბელას დეპრესიაა. შეუდარებელი კინემატოგრაფიული ოსტატობით შექმნილ რამდენიმეწამიან ეპიზოდში კამერა ბელას გარშემო ტრიალებს, რომელიც თვეების განმავლობაში გაუნძრევლად ზის ერთ ადგილზე. სამყარო ტრიალებს, დრო გადის, ბელასთვის კი არაფერი იცვლება. ამ სცენას კიდევ უფრო ემოციურს ხდის შვედი მომღერლის, ლუკე ლის, კომპოზიცია, რომელიც მან ასევე სპეციალურად ფილმისთვის დაწერა.
7. თომ იორკი — Hearing Damage
ექსკლუზიურად ბინდის საგის საუნდტრეკის ნაწილია ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსისა და Radiohead-ის სოლისტის სიმღერაც, რომელიც ახალი მთვარის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ სცენაში, ვიქტორიას დევნისას და ჰარი ქლიარუოთერის სიკვდილის მომენტში ისმის.
8. Sleeping At Last — Turning Page
ედვარდისა და ბელას ქორწილის სცენა საგის მეოთხე ფილმის განთიადის პირველი ნაწილის ცენტრალური ნაწილია. და მაშინ, როცა გვეგონა, რომ ამ ფილმებში უკეთეს რომანტიკულ ბალადას ვეღარ მოვისმენდით, Turning Page-ის პირველი აკორდის ხმა გავიგეთ. სიმღერის ინსტრუმენტული ვერსია მაშინ ისმის, როცა ჩარლი ბელას საქორწილო კაბით მიაცილებს. იმის მიუხედავად, რომ ფილმში სპეციალურად საგისთვის დაწერილი კომპოზიციის ტექსტი არ ისმის, ის მაინც სიმბოლურად უკავშირდება ბელასა და ედვარდის ურთიერთობას: "ათასი წელი ვიცდიდი, მაგრამ შენთვის კიდევ მილიონს დავიცდი".
9. Aqualung და ლუსი შვარცი — Cold
განთიადის კიდევ ერთი დრამატული და თანაც უსიტყვო სცენა ბელას ორსულობაა, რომლის დროსაც უკიდურესად დასუსტებულ პერსონაჟზე კალენების მთელი ოჯახი, მათ შორის, როზალი, განსაკუთრებულად ზრუნავს. სადა, მხოლოდ კლავიშით აკომპანირებული ბალადა ასევე ფილმისთვის შეიქმნა. მისი ტექსტიც ბელასა და ედვარდის უჩვეულო ურთიერთობას ეხმიანება იმ ცნობილი ფრაზით, სადაც ვამპირი საკუთარ თავს კრავზე შეყვარებულ ლომად მოიხსენიებს.
10. ქრისტინა პერი — A Thousand Years
თუკი ბინდის საგის საუნდტრეკებს პოპულარობის მიხედვით დავაწყობთ, სათავეში უდავოდ A Thousand Years მოექცევა, რომელიც განთიადის ორივე ნაწილში, მათ შორის, საგის დასასრულს ისმის. სიმღერას, რომელსაც იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, მთელ მსოფლიოში დიდი წარმატება ხვდა წილად და ის არაერთხელ აღმოჩნდა ჩარტებში. მხოლოდ აშშ-ში სამ მილიონზე მეტ ასლად გაყიდულ კომპოზიციას პლატინის სტატუსი ცხრაგზის ხვდა.
ბონუსი: ბელას იავნანა
დაბოლოს — სიმღერების გარდა, საგაში გამოყენებულ კინომუსიკაზე რამდენიმე კომპოზიტორმა იმუშავა, თუმცა, მათგან განსაკუთრებულად აღსანიშნავია კარტერ ბერუელის კომპოზიცია ბელას იავნანა. თუკი წიგნები წაკითხული გაქვთ, გეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავია ისტორიის პირველ ნაწილში ედვარდის შექმნილ და შესრულებულ მელოდიას, რომელსაც ბელა იავნანას უწოდებს. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფილმის მთავარი თემაც სწორედ ეს მუსიკა გახდა.
ასევე იხილეთ:
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა

კომენტარები