ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა — დევნილების განცხადება
ფოტო: კარი ვიდეოდან/ფორმულა
სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების განცხადებით, დღეს საქართველოში ადამიანები კვდებიან გულგრილობის, უიმედობისა და სასოწარკვეთის გამო. ისინი გამოეხმაურე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გუშინ დევნილთა დასახლებაში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევა" იყო და თქვეს, რომ "სამარცხვინოა გარდაცვლილის გარშემო აგორებული ნარატივი".
ისინი საუბრობენ, რომ ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს, უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას. სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ითხოვენ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მოყენებული ზარალის ანაზღაურებას და უსაბრთხო, ადამიანურ პირობებს საცხოვრებლად.
"სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.
დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.
გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავადმოხმარების, კონფლიქტის — ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა ა სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც, მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.
გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმის გამო, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანაში. ჩვენ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირულის არა მხოლოდ ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია, ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი.
არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებია და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიულად, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცული. რა ხანია ვიბრძვით, რა ხანია ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია. 29 წელია ვცხოვრობთ ამ პირობებში, დავკარგეთ ქონება, დავკარგეთ სახლი, დავკარგეთ მშვიდი ცხოვრების უფლება, დავკარგეთ განვითარების პერსპექტივა.
ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებას. ვითხოვთ, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას. ვითხოვთ, ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს. მე ჩემ სიტყვას ბატონი ზურის სიტყვებით დავასრულებ — "იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ". ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს, უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას და გთხოვთ, მოუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მისი ოჯახის წევრებს.", — ამბობენ ისინი.
16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.
დღეს, 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან წინასწარ გაკეთებული განცხადებები არასწორია.
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
კომენტარები