შექმენი მონაცემთა ვიზუალიზაცია და მოიგე ფულადი პრიზები — საპრიზო ფონდი 6000 ლარია
ფოტო: Askgov.ge
ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ხელისუფლება კი ამ ფულს სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს. ეს მიმართულებები ჩვენი ცხოვრების პირობებზე ახდენს ზეგავლენას — ჯანდაცვით დაწყებული, ეროვნული თავდაცვით დამთავრებული. ზოგი ხელისუფლება ამას კარგად აკეთებს, ზოგიც ცუდად.
რაც მეტი გვეცოდინება საჯარო უწყებების მუშაობაზე, მით უკეთ შევძლებთ, შევაფასოთ მთავრობის საქმიანობა, ვიყოთ უფრო აქტიური მოქალაქეები და ხმამაღლა ვისაუბროთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ყოველივე ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ხელი მიგვიწვდებოდეს ინფორმაციაზე.
იმ ბარიერების დასაწევად, რომელთაც მოქალაქეები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას აწყდებიან და რისკების შესამცირებლდ, რომ მთავრობის რომელიმე შტო ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციას დამალავს, ფორსეტის გუნდმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ინოვაციების გრანტის მხარდაჭერით, პლატფორმა Askgov.ge შექმნა. პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-მდე საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ ინფორმაციას.
ამ ეტაპზე საიტი ბეტა ვერსიაში მუშაობს. ფორსეტის უნდი მოხარული იქნება, თუ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდებით.
რას მოიცავს Askgov.ge-ს მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი და როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქტიულ ვიზუალიზაციას (იტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
- სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
- ანიმაციურ გიფს და სხვას.
გამოიყენოთ, მაგალითად Piktochart, Canva, Adobe Illustrator, Tableau, Adobe Premiere და ა.შ.
askgov.ge-ზე მონაცემების ნაწილი უკვე განთავსებულია, ნაწილიც პერიოდულად დაემატება. შეგიძლიათ, გაეცნოთ მონაცემებს და საინტერესო თემის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე არსებული მონაცემები გამოიყენოთ. გარდა ფორსეტის მიერ განთავსებული მონაცემებისა, საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს.
მონაცემების გამოთხოვა ძალიან მარტივია. დამატებით ინსტრუქციას გამოთხოვის შესახებ ამ ბმულზე იპოვით.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა საჯარო უწყება პასუხს დროულად არ აბრუნებს, ასე რომ, როცა მონაცემებს გამოითხოვთ, გირჩევთ, რამდენიმე წერილი გაუგზავნოთ რამდენიმე საჯარო უწყებას, რათა გაზარდოთ პასუხის დაბრუნების შანსები.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის კონკურსებს ფორსეტი მთელი წლის განმავლობაში გამოაცხადებს. ახლა გამოთხოვილი ინფორმაცია ამ კონკრეტულ კონკურსში რომ არც გამოიყენოთ, შეიძლება, მომავალ კონკურსებში გამოგადგეთ.
მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად ან მეწყვილესთან ერთად.
რამდენია საპრიზო ფონდი?
ჯამური საპრიზო ფონდი 6 000 ლარს შეადგენს. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება, დამოკიდებულია შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობაზე და დასრულებული პროექტების ხარისხზე.
რა უნდა იცოდეთ დამატებით და რა ვადაში უნდა მოამზადოთ მონაცემთა ვიზუალიზაცია?
11 იანვრი — კონკურსის გამოცხადება: თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ askgov.ge-ზე არსებულ მონაცემებს და დაიწყოთ სასურველი თემის არჩევა. გარდა ფორსეტის მიერ განთავსებული მონაცემებისა, საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს. თუმცა, გაითვალისწინეთ, პასუხის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
18 იანვარი, 18:00 საათი — ინფო სესია: ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნიან კონკურსის წესებს და თქვენს კითხვებს უპასუხებენ. მოინიშნეთ თარიღი და აუცილებლად შეუერთდით!
24–28 იანვარი — მენტორობის სესიები: ამ კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
31 იანვარი — პრეზენტაციები და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა: დღის პირველ ნახევარში ვიზუალიზაციებს გაგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები ამავე დღეს გამოვლინდება.
კონკურსის კრიტერიუმები
- სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი? (10 ქულა);
- რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა? (10 ქულა);
- უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის? (10 ქულა);
- დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს? (10 ქულა);
- პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი? (10 ქულა);
- პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე? (10 ქულა);
- ბონუს ქულა — მონაცემების მრავალფეროვნება: რამნდენად ბევრი მონაცემი გამოითხოვა მოაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან? (5 ქულა).
ბონუს ქულები დამოკიდებულია მონაწილის მიერ პორტალიდან გამოთხოვილი მონაცემების რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყებები პასუხს დააგვიანებენ და ამ კონკურსზე ვერ შეძლებთ აღნიშნული მონაცემების გამოყენებას, შეგიძლიათ, მონაცემები მომავალ კონკურსებში გამოიყენოთ.
დავინტერესდი… ახლა როგორ მოვიქცე?
ამ ეტაპზე საჭიროა შენი ინტერესი ფორმის შევსებით დააფიქსირო და შენ შესახებ ინფორმაცია ფორსეტს გაუზიარო. ეს მათ დაეხმარება, პერიოდულად უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკურსის შესახებ: ინფო სესიაზე, მენტორობის სესიებზე და ა. შ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თეონა თომაშვილის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები