შესაძლოა, 2022 წლიდან კვანტური კომპიუტერების რეალური შესაძლებლობები ვიხილოთ
კვანტურ კომპიუტერს შეუძლია გატეხოს დაშიფრული ფაილები ან გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორსაც კლასიკური კომპიუტერი ვერ უმკლავდება. თუმცა, დღემდე ასეთი მოწყობილობა სრულყოფილებამდე არავის მიუყვანია — საინტერესოა, შევძლებთ კი ამას 2022 წელს?
ამ მომენტისთვის მთელი კონცენტრაცია კვანტური სუპერპოზიციის მიღწევაზეა მომართული. ეს არის ის წერტილი, როდესაც კვანტური კომპიუტერი რეალურად ხდება გამოსადეგი და გარკვეულ გამოთვლებს, კლასიკურ სუპერკომიუტერთან შედარებით, გაცილებით სწრაფად ასრულებს.
ამ მიზანს პირველად Google-მა 2019 წელს მიაღწია 54-ქუბიტიანი კვანტური კომპიუტერით, თუმცა ასეთ დროს არანაირი აზრიანი გამოთვლა არ კეთდება. კვანტურ კომპიუტერებს ჯერ სინთეტიკური ტესტები უტარდებათ და მათი გამოყენება სხვა დანიშნულებისთვის შეუძლებელია. 2021 წელს ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეძლო და ტესტები 56-ქუბიტიანი კვანტური კომპიუტერით ჩაატარა, მოგვიანებით კი მათ იმავეს გამეორება 60-ქუბიტიანი კომპიუტერითაც შეძლეს.
თუმცა, IBM-ის მკლევარი, ბობ სუტორი ამბობს, რომ ეს მიღწევები ნამდვილად კარგია, მაგრამ რეალურ, ხელშესახებ ცვლილებებს ჯერ ვერ მოგვიტანს. ნამდვილი კვანტური სუპერპოზიცია მაშინ მიიღწევა, როდესაც კომპიუტერი გაბმულად და მიზანმიმართულად შეძლებს დავალებების ამოხსნას.
ბობ სუტორის თქმით, IBM "კვანტური ბიზნესუპირატესობის" დანერგვაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერებით შესრულებული გამოთვლები უნდა დაეხმაროს მკლევრებსა და კომპანიებს, ურთულესი თავსატეხები უსწრაფესად გადაჭრან. ეს ყველაფერი მოიტანს როგორც განვითარებას, ასევე მეტ შემოსავალსაც.
სუტორის აზრით, მსგავს კვანტურ კომპიუტერებს ვერც 2022 წელს ვიხილავთ, თუმცა მიმდინარე ათწლეულში, აუცილებლად.
თავის მხრივ, ნირ მინერბი, კვანტური პროგრამული უზრუნველყოფის შემქნელი კომპანიის, Classiq-ის თანადამფუძნებელი, უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი. მას სჯერა, რომ 2022 წელს ჩვენ შევძლებთ კვანტური სუპერპოზიციის დემონსტრირებას და კომპიუტერის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
კომენტარები