Game of Thrones-ის ფანებს სერიალის ფინალმა გული დაწყვიტა, რადგან უმეტესობა სხვა დასარულს მოელოდა. სერიალის ბოლო ეპიზოდი, სახელად The Iron Throne, 2019 წლის მაისში გამოვიდა და სოციალურ ქსელებში მაშინვე კრიტიკის ობიექტად იქცა.

პიტერ დინკლიჯი, რომელიც ტირიონ ლანისტერ როლს თამაშობდა და სერიალისთვის ბევრი ჯილდო აიღო, GOT-ის ფინალით უკმაყოფილო არ არის.

ფოტო: HB)

"ფანებს სურდათ, რომ თეთრი მოსიარულეები მზის ჩასვლას შეგებებოდნენ. მაგრამ ეს ხომ ფიქციაა, რომელშიც დრაკონები დაფრინავენ, მორჩით კრიტიკას! შოუ მოლოდინებს არასდროს ამართლებდა და მე ზუსტად ეს მომწონს. მართალია სერიალს სამეფო კარის თამაშები ჰქვია და ქუჩაში ბევრი მეკითხებოდა, თუ ვინ დაიკავებდა ტახტს, მაგრამ შოუ ამაზე გაცილებით მეტი იყო", — ამბობს მსახიობი.

ფოტო: HBO

პიტერმა ისიც აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სცენები სწორედ სერიალის ფინალური ეპიზოდიდანაა. "სერიალიდან ჩემთვის ის მომენტია გამორჩეული, როცა დრაკონმა რკინის ტახტი დაწვა და მთელი დიალოგი დაასრულა, თუ ვის დარჩებოდა ეს ტახტი. მართალია, ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო რკინის ტახტის მფლობელი, თუმცა ისეთ კარგ ფინალს ვერავინ წარმოიდგენდა, როგორიც შოუმ შემოგვთავაზა", — დასძინა მსახიობმა.

პიტერ დინკლიჯი ამჯერად ფილმ Cyrano-ზე მუშაობს, რომლის პრემიერაც 21 იანვარს იგეგმება.