ბორბლებზე შემომდგარი ბიბლიოთეკის მოგზაურობა მაღალმთიან სოფლებში
წარმოიდგინეთ ბიბლიოთეკა, რომელიც მოგზაურობს — სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში. დადის და დააქვს წიგნები, წიგნები ყველასთვის. სწორედ მოგზაური ბიბლიოთეკა მინდა გაგაცნოთ, მთელი ქვეყნის დალაშქვრას წიგნებით რომ გეგმავს.
"მოგზაური ბიბლიოთეკა" გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის საგანმანათლებლო პროექტია. ისინი ამ კონცეფციასა და იდეაზე რამდენიმე წელი ფიქრობდნენ და მუშაობდნენ.
"ჩვენი ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ მაღალმთიანი სოფლების პრობლემებს, მათ გამოწვევებსა და მიღწევებს. წლების განმავლობაში, პრაქტიკამ და კვლევებმა გვაჩვენა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად უთანასწოროა.
მაღალმთიან სოფლებში წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. აჭარაში მხოლოდ 18 სასოფლო ბიბლიოთეკაა, ისიც ღარიბი და მოძველებული წიგნების ფონდით. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეაც. გვინდა ეს რეალობა შევცვალოთ," — ამბობს ირმა დიმიტრაძე, "მოგზაური ბიბლიოთეკის" მენეჯერი.
"მოგზაური ბიბლიოთეკა" რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთია "ბუქმობილი", მულტიფუნქციური ავტომანქანა, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მოგზაურობს და წიგნები დააქვს.
"მხარდამჭერების მეშვეობით, განვაახლეთ 65 სოფლის ბიბლიოთეკა (სასოფლო და სასკოლო). ამ ეტაპზე, ჩვენგან წიგნები 29 ბიბლიოთეკამ მიიღო. გარდა წიგნებისა, "ბუქმობილთან" ერთად მოგზაურობენ სტუმრები — ჟურნალისტები, ბლოგერები, ავტორები — ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ მკითხველს ეცნობიან, უცვლიან ამბებს, მათთან ერთად მსჯელობენ და ვინ იცის, იქნებ, რაიმე ახალი ინიციატივებიც გაჩნდეს ამ დისკუსიაში. მოგზაურობა მომავალი წლიდან უფრო აქტიურ ფაზაში შევა", — ამბობს ირმა დიმიტრაძე.
პროექტზე მუშაობისას ორგანიზატორებს თანამოაზრეც მალევე გამოუჩნდათ. "მოგზაური ბიბლიოთეკის" იდეა საინტერესო აღმოჩნდა თეგეტა ჰოლდინგისთვის. საერთო ძალისხმევით რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებდნენ, ეს თანამშრომლობის დაწყებისთანავე აშკარა გახდა. საგანგებოდ მომზადებულმა, მოძრავმა ბიბლიოთეკამ სტარტი სწორედ თეგეტადან აიღო.
ახლა კი ზრუნვის პროცესში შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ. თეგეტა ჯგუფის მიერ შექმნილ პლატფორმაზე tegeta.care სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად, ,"მოგზაურ ბიბლიოთეკასაც" იპოვით. შემდეგ, ინსტრუქციის მიხედვით, რამდენიმე ველს შეავსებთ და სასურველი თანხით მაღალმთიანი სკოლებისა და ადგილობრივი ბიბლიოთეკების შევსებას თავადაც შეძლებთ.
"განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, მოგზაური ბიბლიოთეკა კი ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. შეუძლებელია, ეს ბორბლებზე შემდგარი ბიბლიოთეკა ნახო და მისი გულშემატკივარი არ გახდე. გვიხარია, რომ თეგეტა ჯგუფი პროექტთან სხვადასხვა აქტივობით თანამშრომლობს. უშუალოდ სატვირთო "თეგეტა თრაქ ენდ ბასისა" და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით შეიქმნა. თეგეტას სახელით მაღალმთიან სოფლებში ასობით წიგნი გაიგზავნება. პროექტის განმავლობაში, მომავალი წლისთვის, მწერლებისა და ავტორების მონაწილეობით, შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებასაც ვგეგმავთ“, — აცხადებს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"მოგზაური ბიბლიოთეკა" საზოგადოებრივი პროექტია. ის დონაციებისა და მხარდამჭერების მეშვეობით ფუნქციონირებს. შესაბამისად, თითოეული ადამიანის და კომპანიების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.
თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, ბიბლიოთეკას შენი წიგნიც გაატანო და მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკის თაროზე შენი წილი მზრუნველობაც შემოდო.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები