საქართველო ნელი მკვლელის, ტყვიის წინააღმდეგ – ოთარ ქირია
ტყვიით დაბინძურება ყოველთვის ითვლებოდა გარემოსდაცვით პრობლემად და ჯანმრთელობის რისკად, განსაკუთრებით მოზარდებში. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის მასშტაბები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. დღეს ბავშვები დადგნენ რისკის წინაშე. ორივე, პროფესიული თუ გარემოში გაბნეული ტყვიის შემთხვევა, მომავალი თაობების წინააღდეგ ჩუმ იარაღად იქცა, რადგან ტყვია ძლიერ ნეიროტოქსინად მიიჩნევა.
უკვე ათწლეულებია, დედები მსოფლიოს გარშემო პედიატრებს ამცნობენ, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ, მათი შვილები შეიცვალნენ — ამბობს ჰერბერტ ნიდლმანი, პიცბურგის უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრიისა და პედიატრიის პროფესორი. მშობლები წუხან იმის გამო, რომ ბავშვები უფრო აგრესიულები, ნერვულები და გაფანტულები გახდნენ. პედიატრი ნათია კიკნაძე ამბობს, რომ ბავშვის ტყვიით მოწამვლა იწვევს IQ-ს დაქვეითებას, წერისა და კითხვის უნარის შესუსტებას, კონცენტრაციის ნაკლებობას, დეპრესიას, ზიზღიანობასა და ჰიპერაქტიურობას. ეს პროცესები კი გრძელვადიანი და შეიძლება შეუქცევადიც გახდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის PURE EARTH და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ერთობლივად, 2020 წლის ივლისში, გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი მესამე ბავშვი მსოფლიოში, ანუ გლობალურად, დაახლოებით 800 მილიონი ბავშვი, საშიშ ან ძალიან საშიშ მდგომარეობაშია, რადგან ტყვიის შემცველობა სისხლში თვალშისაცემია. საქართველოში ვითარება კიდევ უფრო მძაფრია. ქვეყნის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის მაღალი ან ძალიან მაღალი დონე აღენიშნება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხსენებული რაოდენობიდან 16%-ზე მეტ ბავშვს აღენიშნება 10 მიკროგრამზე მეტი დეცილიტრზე, 25%-ს 5-დან 10-მდე მიკროგრამი, ხოლო დანარჩენს — 5 მიკროგრამამდე. იმავე წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და PURE EARTH-ის საქართველოს წარმომადგენლობამ წყაროების ძიება დაიწყეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიით დაბინძურების ძირითადი წყარო სანელებლები გახლდათ. კვლევის შედეგები სპეციალისტებისა და, რასაკვირველია, მოსახლეობისთვისაც გამაოგნებელი იყო.
გამოცემაში Annals of Global Health მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ნათქვამია, რომ ტყვიით გამდიდრებული სუნელები წარმოადგენს უზარმაზარ რისკს საქართველოს მოსახლეობისთვის. იქვე დაიწერა, რომ წყაროების დეტექციისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისათვის, საჭიროა დამატებითი შესწავლისა და გამოძიების დაწყება. ნეგატიური გავლენისა და საზოგადოებრივი პანიკის შემსუბუქებისთვის კი გადაწყდა, რომ საჭიროა რეგულაციების დონეზე ქმედება, მონიტორინგი და რისკების პრევენციაზე გამიზნული კომუნიკაციის დაწყება.
ტყვიის პრობლემა აქამდე
ტყვია არის მკვრივი, რბილი და დრეკადი ლითონი. ეს ნაცრისფერი, მოლურჯო-მოთეთრო ფერის მეტალი, მცირე რაოდენობით გვხვდება დედამიწის ქერქში. თუმცა, დიდი ხანია, ტყვია ბუნებრივ დამაბიძურებლად ითვლება. ეს იმიტომ, რომ ის ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი აქტიური თანმდევია. ტყვია უკავშირდება მეტალურგიული, მადნის, შენადნობების, ბატარეა-აკუმულატორების, საბრძოლო მასალების, სათამაშოების, აქსესუარების, კერამიკის, ნავთობისა და სხვა ბევრი კატეგორიის პროდუქტის წარმოებას. დროსთან ერთად, ამ ყველაფერმა გაზარდა ტყვიის დონე ნიადაგში, წყალსა და ჰაერში, რამაც, თავის მხრივ, რისკები და საფრთხეებიც უფრო ნათელი გახადა.
ტყვიის მოცულობის ზრდამ გარემოში ადამიანის ჯანრთელობისთვის საშიში არაერთი ფაქტორის პროვიცირებაც მოახდინა. არსებობს ასეთი ფრაზაც — ტყვიის ეპიდემია. ესაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ადრე დაწყებული და დღემდე დაუსრულებლად მიმდინარე ეპიდემია, რომელიც ყველა დროში თითოეულ სოციალურ ფენას სწვდება და ჯანმრთელობის, სრულფასოვანი ცხოვრების შეუქცევად პრობლემებს ქმნის.
მეცნიერთა მტკიცებით, ტყვია არის ისეთი ელემენტი, რომლის სისხლში შემცველობა არანაირი კონცენტრაციით არ არის დასაშვები. ტყვიის დოზის ზრდა სისხლში ბევრ პათოლოგიას იწვევს. მედიკოსების ინფორმაციით, სისხლის ნაკადში მოხვედრილი ტყვია სწრაფად უერთდება ერითროციტებს. სისხლის ნაკადში ტყვია ცირკულირებს, დაახლოებით, 30 დღე, აქედან ის გადადის რბილ ქსოვილებში, თირკმელში, ნერვულ სისტემაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში. ძვალში დიფუნდირებული ტყვია ათწლეულების მანძილზე გროვდება და ინახება. ძვლის რემოდელირებისა და რეზორბციის პროცესები აქტიურდება ორსულობის დროს, მენოპაუზისას, ლაქტაციისას.
ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე ადამიანის სისხლში არ არის დადგენილი. ტყვიით ინტოქსიკაცია უხშირესად გამოხატული კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც, მაგალითად, ბავშვთა ასაკში ის დიდი ხნის მანძილზე რჩება შეუმჩნეველი და ქმნის გრძელვადიან საფრთხეს. შესაბამისად, ხშირად გამოყენებული ფრაზა - "დასაშვებ ნორმას სცილდება" — მცდარი შეხედულებაა. 2012 წლის შემდეგ, ტერმინი "ტყვიის მაღალი შემცველობა" გამოიყენება, თუ სისხლში ტყვიის დონე მეტია 5 მკგ/დლ-ზე, როდესაც საჭიროა შესატყვისი ღონისძიებების დაგეგმვა. კერძოდ, საჭიროა - ტყვიით ინტოქსიკაციის წყაროს მოძიება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება ტყვიით დაბინძურების შემცირების თაობაზე და სწრაფი რეაგირება. ტერმინის გამო სპეციალისტებს კიდევ ერთი თავსატეხიც გაუჩნდათ - ტყვიით გამოწვეული რისკების შესახებ დაბალი ცნობადობა. ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს გამოწვევად იქცა მეოცე საუკუნეში.
ინდუსტრიალიზაციის ბუმის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების, ცივი ომისა და რეცესიების შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობამ გარემოში შექმნილ საფრთხეებზეც დაიწყო ზრუნვა. შესაბამისად, დაიწყო ტყვიის გაფრქვევისა და სხვადასხვა პროდუქტებში მისი გამოყენების მინიმიზაციისა თუ ამოღების ხელშემწყობ აქტებზე, რეგულაციებსა და კანონებზე მუშაობაც. მაგალითად, ევროპაში 1980 წლიდან სუფთა საწვავის, ანუ ტყვიის შემცველობის გარეშე, საწვავი გამოიყენება. ამ პრეცედენტმა ძალიან შეუწყო ხელი გარემოში მავნე ნივთიერების მკვეთრად შემცირებას. ეს მაგალითი მოგვიანებით სხვა კონტინენტებზეც აითვისეს.
90-იანი წლებიდან კი ტყვიის დევნა დაიწყო ცალკეული პროდუქტის წარმოებაში, ინდუსტრიასა თუ სექტორებში ჩაღრმავებულ დონეებზე. ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად კი დადგა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა და თაობებისთვის სარისკო მოცემულობები. სწორედ ეს რეალობა იქნა წარმოჩენილი PURE EARTH-ისა და UNICEF-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევით. პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტად იყო გავრცელებული.
კვლევას წინ უსწრებდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გავრცელებული განცხადებები საქართველოდან შტატებში ექსპორტირებულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ. "ჩვენ მრავალი წელია ვამოწმებთ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ განსაკუთრებით მაღალი დონის ტყვიის შემცველობას. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები, რომელიც საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სანელებლებს უკავშირდება," — განაცხადა 2017 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კაროლინა როდრიგესმა. მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო ბავშვებშიც, როგორც 7-8 წლამდე ასაკში, ისე — ახალშობილებში.
სწრაფი რეაქცია
განგაშს მოჰყვა სწრაფი რეაგირება. შტატებიდან მიღებული გაფრთხილებები საქართველოსთვის იქცა სამოქმედო გეგმის სასტარტო ეტაპად. 2019-ში საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა "ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის" კლინიკური პროტოკოლი, რომლის მიზანია ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან აცილება, ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა.
იმავე პერიოდში დაიწყო ჩაღრმავებული კვლევა-ძიებაც. საქართველოში ტყვიით დაბინძურების წყაროების დეტექციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სუნელ-სანელებლების ინდიკატორული კვლევები ჩატარდა. კვლევა ორგანიზაციის PURE EARTH ინიციატივითა და კომპანიის CLARIOS მხარდაჭერით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. კვლევა გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროექტისა სახელწოდებით — "დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები". მისი მიზანია, ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა და ელიმინაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
ნიუ-იორკში ბაზირებული, საერთაშორისო ორგანიზაციის PURE EARTH საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორის, ხათუნა ახალაიას თქმით, საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ინდიკატორული კვლევები სწორედ PURE EARTH-ის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
პარალელურ რეჟიმში დაიწყო ადგილობრივი ბაზრების მონიტორინგი, სადაც, სანელებლების წარმომავლობასთან ერთად, შეისწავლეს რეალიზაციის პირობებიც. ინტერესის არეალში იყო შესაფუთი მასალები და რეალიზაციის პირობები. დადგინდა ასევე რისკები, რომლებიც უშუალოდ გაყიდვის პროცესში შეიძლება არსებობდეს, როგორც რეალიზატორისთვის, ისე მომხმარებლისთვის.
ხათუნა ახლაიას თქმით, გამოიკითხა სუნელ-სანელებლების რეალიზატორები, დაზუსტდა ინფორმაცია საბითუმო საწყობებზე, საიდანაც იღებენ რეალიზატორები იმპორტირებულ თუ ადგილობრივ ნედლეულს. "როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ბაზრის უდიდესი წილი იმპორტირებულ სანელებლებს უჭირავს და ადგილობრივი წარმოება ძალიან მცირეა",— აცხადებს ხათუნა ახალაია.
კვლევის შედეგები და პრობლემის ნეიტრალიზაცია
PURE EARTH-ის საქართველოში წარმომადგენლობის კვლევამ მოიცვა საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა დიდი ბაზარი. ჯამში შესწავლილ იქნა 77 ბიზნეს-ოპერატორის საქმიანობა. გაიტესტა 264 პროდუქტი. სინჯები აღებულ იქნა სპეციალური სატესტო აპარატით - XRF. მკვლევარებმა ტყვიით დაბინძურება აღმოაჩინეს 18 სახეობის სუნელში. ტყვიის შემცველი მასა გაიგზავნა ლაბორატორიაში და შესწავლილ იქნა მოლეკულური აბსორბციის მეთოდით, ანალოგიურად — პიგმენტებიც. შედეგად დადგინდა, რომ ტყვიის ქრომატი, რომელსაც პიგმენტი შეიცავდა, იდენტური გახლდათ იმ მასისა, რომელიც აღმოჩენილია სუნელებში. დასკვნა ასეთი იყო, რომ ტყვია სუნელებში სწორედ პიგმენტებიდან ხვდება.
კვლევის ფაზა 1: მონაცემთა შეგროვება
- შეფასდა 24 ობიექტი;
- შესწავლილ იქნა 77 სუნელით მოვაჭრის მიწოდება-რეალიზაციის ჯაჭვი;
- დაიტესტა სხვადასხვა სახეობის სუნელის 264 ერთეული სინჯი;
- გამოიკითხნენ სანელებლების მწარმოებლები და დისტრიბუტორები;
- თვისობრივი კვლევისთვის, გამოიკითხნენ შესაბამისი სამთავრობო უწყებების სპეციალისტები.
კვლევის ფაზა 2: მონაცემთა ანალიზი
- ყვითელი ყვავილის, სვანური მარილის, ფხვიერი აჯიკის, ხმელი სუნელის, ხმელი ქინძის, უცხო სუნელისა და სხვა სახეობების 24 ერთეული სინჯი შეიცავდა ტყვიის მაღალ კონცენტრაციას;
- ძირითად პრობლემას წარმოადგენდა საღებავი, რომლებსაც სუნელის მზადების დროს, დაფერვის პროცესში, იყენებდნენ. ტყვიის ქრომატი, რომელსაც პიგმენტი შეიცავდა, იდენტური გახლდათ იმ მასისა, რომელიც აღმოაჩინეს სუნელებში. ყველა რესპოდენტი აცხადებს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას საღებავის ტოქსიკურობის შესახებ (მეტწილად პიგმენტების იმპორტი ინდოეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება);
- გამოიკვეთა, რომ მთავარი წყარო გახლდათ საბითუმო მეურნეობები, სადაც პროდუქტს აფასოებდნენ. ეს არ ეხება სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში მოხვედრილ სუნელებსა და სანელებლებს);
- გაირკვა, რომ სახიფათო პროდუქტი მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებში ხვდებოდა სარეალიზაციოდ;
- მიღებული კვლევის შედეგად, დადგინდა საწარმოო ჯაჭვი და ტრაექტორია იმისა, თუ როგორ ხვდებოდა ბაზარზე ტყვიაშემცველი სუნელი;
- შემუშავებულ იქნა შემდგომი სამოქმედო გეგმა ბაზრიდან საშიში პროდუქციის ამოღებისა და რისკების მინიმიზაციის მიზნებისათვის;
- ინდიკატორული კვლევის შედეგები ეცნობა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს.
PURE EARTH-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და ხათუნა ახალაიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და ანალიზს მოჰყვა სურსათის უვნებლობის სააგენტოს შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული ქმედებები. დღეისათვის ოთხი წყარო ნეიტრალიზებულია და საქართველოში ტყვიაშემცველი სუნელი არცერთ ბაზარში ან მარკეტში აღარ გვხვდება. იმავდროულად, საქართველოს მთავრობამ ტყვიით დაბინძურებული წერტილების ნეიტრალიზაციის, იზოლაციისა და მართვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სუნელების გაყიდვა 2 წლით აეკრძალათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს. დღეისათვის, საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ყველა სარისკო ზონა და ლოკაცია გაუვნებელყოფილია და ტყვიაშემცველი სუნელი არსად აღარ გვხვდება.
ის, ვინც ზრუნავს
იმ რწმენით, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მომავალს ტყვიით გამოწვეული რისკის გარეშე, PURE EARTH-მა, CLARIOS-ის ფონდმა და UNICEF-მა დაიწყეს ერთობლივი პროექტი სახელწოდებით — "დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები" (PECP). ინიციატივის მიზანია დაიცვას ყველა ბავშვის უფლება და ხელი შეუწყოს ბავშვის პოტენციალის სრულად განხორციელებას.
ნიუ-იორკში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაცია PURE EARTH ლიდერია ტოქსიკური დაბიძურების წინააღდეგ ბრძოლაში. არასამთავრობო ორგანიზაცია 1999 წლიდან ფუნქციონირებს მთელ მსოფლიოში. დაარსებიდან, PURE EARTH-მა 120-ზე მეტი საპილოტე პროექტი განახორციელა 24 ქვეყანაში. ყოველი მათგანი ტოქსიკური დამაბინძურებლებისგან გარემოს გაწმენდას მიეძღვნა. ამ ინიციატივებით მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდა, მათ შორის — 1 მილიონი 6-წლამდე ბავშვის. PURE EARTH მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ინსტიტუციებთან.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის ოფიცერი ნინო ძოწენიძე აცხადებს, ფონდი რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ტყვიით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. იუნისეფის საქართველოს ოფისი ქვეყანას დაეხმარა ტყვიით დაბინძურების წყაროების დეტექციაში, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის სისხლში ტყვიის დონის დადგენის ანალიზსა და შესწავლასაც. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ბავშვების 41%-ში სისხლში ტყვიის მაჩვენებელი მაღალი ან ძალიან მაღალია.
დამაფიქრებელი შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, იუნისეფის მხადაჭერით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ტყვიით დაბინძურებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა. 2019 წელს, პრობლემის სიღრმისეულად შესწავლისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსა და ჯანდაცვის სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. იმავდროულად, მთავრობამ შეიმუშავა სამედიცინო ინტერვენციის პროგრამა იმ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (18 წლამდე), რომლებსაც სისხლში ტყვიის მაჩვენებელი დაუფიქსირდა. შედეგად, დაიდო 2020-2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტყვიით დაბინძურების რისკების გაუვნებელყოფისათვის. გეგმა გულისხმობს, როგორც მოკლევადიან და ეფექტურ ჩარევას, ისე გრძელვადიან ხედვას პრევენციისათვის.
ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციასთან ეფექტური ბრძოლისათვის, იუნისეფმა მხარი დაუჭირა ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას. შექმნა — სარეგულაციო ჩარჩო-დოკუმენტი საკვებში, საყოფაცხოვრებო პროდუქტებში, სამშენებლო მასალებში, წყალში, ნიადაგსა და ჰაერში ტყვიისა და სხვა ტოქსიკური დამაბინძურებელების შემცველობის მონიტორინგისათვის. ამ მიზნით შეიქმნა ლაბორატორია აღჭურვითა და სპეციალობებით. შესაბამისად, PECP ინიციატივაში ჩართვის შემდეგ, იუნისეფმა საქართველოს პრობლემის ლაბორატორიულად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. შეძენილ იქნა სამმაგი ოთხპოლუსიანი ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც ქვეყანაში შესაძლებელს გახდის გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის პრობლემების საფუძვლიანად გაანალიზებას, მათ შორის ნებისმიერი წყაროს შესწავლას ტყვიისა თუ სხვა ტოქსიკური ელემენტის შემცველობაზე სხვადასხვა მასებში (მათ შორის სისხლი, ბიოლოგიური მასებში, საღებავში და ა.შ.). აპარატი უნიკალურია რეგიონისთვის და შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს ქიმიური რისკ-ფაქტორების აღმოჩენა თუ პრევენცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. უკვე დაწყებულია თანამშრომელთა ინტენსიური ტრენინგების პროგრამა, ასევე - ლაბორატორიული კვლევების მეთოდებისა და სტანდარტების შემუშავება, - აცხადებს ნინო ძოწენიძე. მისივე თქმით, იუნისეფი უკვე მუშაობს შემდეგომ ნაბიჯებზეც. დღის წესრიგშია ტყვიისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების დაკვირვების ერთიანი (ქვეყნის მასშტაბით) სისტემის ფორმაცია.
ინიციატივისათვის "დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები" (PECP) ორგანიზაცია PURE EARTH და იუნისეფი გაერთიანდნენ ფონდთან CLARIOS. ისინი ხელს უწყობენ ცნობიერების დონის ამაღლებას ტყვიით გამოწვეული რისკების აღმოჩენისა და მათგან თავდაცვის, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისათვის. CLARIOS-ის ფონდის ფოკუსშია სამი ფაქტორი: ბავშვთა ჯანმრთელობა და გარემო, ეკონომიკის ცირკულარული ინოვაციები და მეწარმეობა, ასევე მდგრადი კომუნები.
მომავლის გამოწვევები
იუნისეფმა შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც წარმომადგენლობითია მთელი საქართველოსთვის. თუმცა, სისხლში ტყვიის დონის მოდული, რომელიც ქვეყნის ოფისმა შეიმუშავა მრავალი ინდიკატორის კლასტერულ კვლევაში (MICS) ჩასართავად, შეიძლება განმეორებადი იყოს სხვა ქვეყნებში, სადაც ტარდება MICS. ასევე, ვარაუდობენ, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი პრობლემა ბავშვებში ტყვიის გავრცელების თვალსაზრისით, თუმცა ეს შესასწავლია.
საკმაოდ დატვირთული ჩანს PURE EARTH-ი გეგმა ახლო მომავალშიც. ხათუნა ახალაიას თქმით, ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია შესრულებული - ტყვიის შემცველობა სუნელებში. შემდეგი იქნება იმავე საკითხის სიღრმისეული შესწავლა მეტალურგიაში, აკუმულატორებში, სათამაშოებში, აქსესუარებსა და კერამიკულ პროდუქციაში.
კვლევა და პროგრამები, რა თქმა უნდა, გრძელდება. კარგია რომ გუნდები, როგორიცაა PURE EARTH, UNICEF, CLARIOS-ის ფონდი და სტენფორდის უნივერსიტეტი, აგრძელებენ მუშაობას პრობლემების დეტექციაზე. მათმა გაერთიანებამ საქართველოს მთავრობასთან და უწყებებთან სწრაფი შედეგი გამოიღო, რადგან პირველი გამოვლენა 2017 წელს მოხდა, 2018-2019 წლებში კვლევა ჩატარდა და, იმავე წელს, გადაიდგა პრევენციული ნაბიჯებიც.
PECP ინიციატივის სტრატეგიის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ორ წელიწადში (2023 წელი) მიზნები დაუბრკოლებლად იქნება მიღწეული. ინიციატივის მისიაა ყველა ადამიანი გადარჩეს და განვითარდეს, ისწავლოს, იცოცხლოს უსაფრთხო, სუფთა გარემოში და ჰქონდეს თანაბარი შანსი ცხოვრებაში. PECP-ის ზოგადი სტრატეგია ეყრდნობა ოთხ მთავარ მიზანს:
- ქვეყნის დონეზე კოლექტიურად ძალისხმევის მობილიზება ტყვიის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ყველა ბავშვის პოტენციალის დასაცავად;
- დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ტყვიის ზემოქმედების არსებული წყაროების გაუვნებელყოფა.
- დაეხმაროს მთავრობებს ტყვიის დნობისა და გამოყენების პროცესში მაქსიმალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში;
- კერძო სექტორის მობილიზება რეაგირებისთვის.
ჯანმრთელობის სტატიკისა და შეფასების ინსტიტუტმა (IHME) შეაფასა, რომ 2019 წელს ტყვიის ზემოქმედებამ განაპირობა 900 000 ლეტალური შედეგი, ხოლო 21,7 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება. მიუხედავად იმისა, რომ ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მცირდება, გამაფრთხილებელი სიგნალი მაინც აქტიურია. ჯანმო-მ დაადგინა, რომ ტყვია ერთ-ერთია იმ 10 ქიმიკატში, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობას უდიდესი რისკის წინაშე აყენებს. ეს საჭიროებს წევრი სახელმწიფოების სწრაფ რეაგირებას რეპროდუქციული ასაკის მუშაკების, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობის დასაცავად. ჯანდაცვის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტყვიის ზემოქმედება, თუნდაც დაბალ დონეზე, საშიშია ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, რადგან ის ასოცირდება სპონტანური აბორტის ან თუნდაც მკვდრადშობადობის რისკებთან, ზრდისა და განვითარების შეფერხებასთან, ქცევის სირთულეებთან და ბავშვებში შემეცნების პროცესის დარღვევებთან, რაც, რა თქმა უნდა, ძლიერ გავლენას ახდენს მომავალი თაობების ცხოვრებაზე.
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
კომენტარები