რუსეთი მოითხოვს, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის დაპირება
ფოტო: AP Photo
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები არის გაკრიტიკებული.
"ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარყოფილი იქნას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ "უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები", რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას — "არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე", — ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლავროვის უწყება წერს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთის პოზიციებზე ინტერპრეტაციები ვრცელდება, ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს განმარტება. მათი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ხაზს მიუახლოვდა.
რუსეთის მტკიცებით, დასავლეთი მიზეზად იყენებს უკრაინაში არსებულ სიტუაციას და იქ "რუსოფობიას აღვივებს", კიევის ქმედებებს იცავს, რაც მათი აზრით, მინსკის შეთანხმების დარღვევისა და "დონბასში ძალადობრივი სცენარის განვითარებისკენ" არის მიმართული.
"იმის ნაცვლად, რომ შეზღუდონ თავისი უკრაინული პროტეჟე, ნატოს ქვეყნები უბიძგებენ კიევს აგრესიული ნაბიჯებისკენ. სხვანაირად ვერ ინტერპრეტირდება შავ ზღვაში აშშ-სა და პარტნიორების დაუგეგმავი წვრთნები. ნატოს წევრი ქვეყნების თვითმრინავები, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები რეგულარულად ახორციელებენ პროვოკაციულ ფრენებს და სახიფათო მანევრებს რუსეთის საზღვრებთან, გრძელდება უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება და ქვეყნის იარაღით შევსება.
აღებულია კურსი უკრაინის ნატოში შეყვანის მიზნით, რასაც თან მოყვება თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენა, ცენტრალურ რუსეთამდე მინიმალური ფრენის დროით და სხვა დესტაბილიზაციის იარაღით. ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ქმნის მიუღებელ საფრთხეებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, პროვოცირებს სერიოზულ სამხედრო რისკებს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტამდე", — აცხადებს რუსეთი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ნატო პირობების დარვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს "მოსკოვის უსაფრთხოებას". მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.
რუსეთის საგარეო უწყება მოითხოვს, დროის კონკრტულ მონაკვეთში, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, სერიოზულ გრძელვადიან სამართლებრივ გარანტიებს, რაც გამორიცხავს ნატოს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთში და რუსეთის საზღვრებთან "საფრთხისშემცველი იარაღის სისტემების განლაგებას".
გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, იურიდიულად იმის დამოწმებას, რომ აშშ და ნატოს ქვეყნები არ განათავსებენ თავდასხმით სისტემებს რუსეთის მეზობელ, როგორც ნატოს წევრ, ასევე არაწევრ ქვეყნებში. ასევე მოითხოვს, წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთი-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე, შეთახმდეს სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილი, პირველ რიგში, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონებში და აღდგეს რეგულარული დიალოგი რუსეთი-აშშ-სა და რუსეთი-ნატოს თავდაცვით უწყებებში.
"ამტკიცებენ, რომ ნატოში უკრაინის წევრობა ეხება მხოლოდ კიევს და ალიანსს და არავინ უნდა ჩაერიოს პროცესში. თუმცა, შევახსენებთ, რომ ვაშინგტონის შეთანხმების გარდა, ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განუყოფლობასთან დაკავშირებით, ეუთოს მთელ ტერიტორიაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გასულ თვეს ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 175 000 სამხედროთი გეგმავს. ბაიდენის განცხადებით, ის არ მიიღებს რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის დადგენილ "წითელ ხაზებს". პუტინთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
კომენტარები