"რამეს მოგიხერხებთ" — ელვისის ახალი კატეგორია სტარტაპებისთვის და არა მარტო
სურსათი და საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ტექნიკა თუ სხვა წვრილმანები — როგორც ადამიანებს, ისე ბიზნესებს ყოველდღიურად მრავალი რამ გვჭირდება, ყველაფრის მოსასწრებად კი — დრო, რომელიც საკმარისი თითქმის არასდროსაა.
ერთი წლის წინ დაარსებული მიტანის ქართული სერვისი — ელვისი უკვე ფიზიკური პირებისა და სტარტაპების საჭიროებებზე და დროის დაზოგვაზე ზრუნავს. ამის მაგალითია მისი ახალი განაცხადი "რამეს მოგიხერხებთ" — კატეგორია, რომლის დახმარებით კომპანია ყოველდღიურ წვრილმანებს თქვენ ნაცვლად მოაგვარებს.
"რამეს მოგიხერხებთ" — კატეგორია ელვისისგან
ელვისი დაარსებიდან ერთი წლის თავზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი. კომპანია ცდილობს, მომხმარებლების და ბიზნესების საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს და ამის დასტური ახალი კატეგორიაა — რამეს მოგიხერხებთ — რომელიც საკურიერო მომსახურების საუკეთესო გამოცდილებას გთავაზობთ.
"დამეხმარე, სახლში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები დამრჩა"; "აუ, საიდუმლო სანტა ვარ და ამ საჩუქრის უსწრაფესად გაგზავნა მინდა"; "ბავშვს ვერ ვტოვებ მარტო და იქნებ მარკეტიდან პროდუქტები ამომიტანო", — თუ მსგავსი თხოვნით ერთხელ მაინც მიგიმართავთ მეგობრისთვის, აუცილებლად გეცოდინებათ, როგორი რთულია ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმის დროულად მოგვარება. თუმცა, ამიერიდან სხვების შეწუხება საჭირო აღარ იქნება, რადგან ელვისი "რამეს მოგიხერხებთ". რატომ ჰქვია კატეგორიას ასე? — კომპანია უშუალო კომუნიკაციითა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომებით ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებს. იგი მზადაა ნებისმიერ მომენტში დაგეხმაროთ, არაფერზე თქვას უარი და უიმედო სიტუაციებიდანაც სწრაფად გაპოვნინოთ გამოსავალი, ზუსტად ისე, როგორც ამას თქვენი უახლოესი მეგობარი ან ოჯახის წევრი გააკეთებდა.
კონკრეტულად კი, ახალი სერვისით შეგიძლიათ კურიერი გამოიძახოთ და ნივთი გაატანოთ ან თქვენ ნაცვლად აარჩევინოთ მას სასურველი პროდუქტი, რომელსაც კურიერი შეიძენს და ერთი ადგილიდან მეორემდე მიიტანს. რაც მთავარია, ეს სერვისი ბიზნესებისთვის ზედგამოჭრილია.
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ახალი კატეგორიით სარგებლობა?
ელვისი თქვენი სტარტაპის ყოველდღიურ საჭიროებებზე იზრუნებს და რამდენიმე გზით ეცდება, "რამე მოგიხერხოთ":
• თუ გსურთ თქვენს კომპანიაში შემოსული შეკვეთა მომხმარებელს გაუგზავნოთ, ელვისის კურიერი ამას თქვენ ნაცვლად გააკეთებს, რაც მთავარია — ხელმისაწვდომ ფასად.
• თუ სტარტაპის შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო სურსათისა და ნივთების მოძიება გჭირდებათ, კურიერი თვითონ შეარჩევს მათ და ელვის სისწრაფით მოგიტანთ.
ელვისის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მიტანის სერვისი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, მომხმარებლის სურვილები კი ბევრად მრავალფეროვანია, ამიტომ სურდათ, კომფორტული მომსახურება დაემატებინათ.
"სურსათის, ნივთების, სხვადასხვა საჭირო პროდუქტის შერჩევა დამღლელია, თანაც, გზაში დახარჯული დრო დამატებითი სტრესია, ამიტომ გვინდოდა, მომხმარებლებისთვის კომფორტი შეგვექმნა და მათთვის საკურიერო მომსახურება და სასურველი ნივთების შერჩევის სერვისი შეგვეთავაზებინა. რაც მთავარია, 'რამეს მოგიხერხებთ' სხვადასხვა სტარტაპის თუ საწარმოს საჭიროებებს ითვალისწინებს და ქმნის გამოცდილებას, რომელიც დიდი რაოდენობის პროდუქტის მათ ნაცვლად შერჩევას გულისხმობს, ასევე — სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კურიერის მომსახურებას, რომელიც შეკვეთის ელვის სისწრაფით მიტანაზე იზრუნებს", — ამბობენ ელვისში.
თუ თქვენი სტარტაპის ელვისზე განთავსება გსურთ, განაცხადი უნდა შეავსოთ და კომპანია ეცდება, თქვენზე მორგებული თანამშრომლობის ფორმა შემოგთავაზოთ.
კომენტარები