სანტაობა, ყვავილები და სხვა კატეგორიები ელვისისგან — ელვის სისწრაფით
საკვების, პროდუქტების თუ საოჯახო ნივთების შეძენაზე ყოველდღიურად დიდი დრო გვეხარჯება. წინასაახალწლოდ კი ამ რუტინას საჩუქრების, ნაძვის ხის დეკორაციებისა და სხვა სადღესასწაულო ნივთების შერჩევა ემატება. ამ პერიოდში, როცა სიმშვიდე და კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი ერთგული დამხმარე და მხარდამჭერი ელვისი გახდება.
ელვისი მიტანის ქართული კომპანიაა. იგი სულ რაღაც ერთი წელია არსებობს, მაგრამ ამ მცირე დროში მომხმარებლებს ინოვაციურ სერვისებს ელვისებური სისწრაფით სთავაზობს. ამ სტატიაში ელვისის ახალი კატეგორიების და სერვისების შესახებ წაიკითხავთ.
სანტაობა — შეარჩიე საჩუქარი ელვისებური სისწრაფით
წინასაახალწლო პერიოდში ყველა საჩუქრების შერჩევაზე ვიწყებთ ფიქრს და სავაჭრო ცენტრებიც გადატვირთულია, ამიტომ ელვისმა გადაწყვიტა მომხმარებლებს ეს საზრუნავი თავიდან აარიდოს და აპლიკაციას ახალი კატეგორია — სანტაობა დაემატა. ამიერიდან შეგიძლიათ ელვისზე შეარჩიოთ საჩუქარი და საყვარელ ადამიანებს ახალი წლის დღეები გაუხალისოთ.
ელვისში გვეუბნებიან, რომ ახალი კატეგორია განსაკუთრებით ადგილობრივ სტარტაპებზე იქნება ორიენტირებული და ეცდებიან ახალი და საინტერესო ქართული ბიზნესების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა გაზარდონ.
"წინასაახალწლო პერიოდში საჩუქრების შერჩევა ყველაზე აქტუალურია, ბევრი ადამიანი საიდუმლო სანტაშია ჩართული და გვსურს, მომხმარებლებს საჩუქრებზე ზრუნვის დამღლელი პროცესი გავუადვილოთ. ელვისი განსაკუთრებით ზრუნავს ქართული სტარტაპების ხელმისაწვდომობაზე და გვინდა, სხვადასხვა მცირე ბიზნესს თანამშრომლობა შევთავაზოთ. ნებისმიერ სტარტაპს შეუძლია განაცხადი შეავსოს და საკუთარი პროდუქციის საიტზე განთავსების სურვილი გამოთქვას, ჩვენ კი ვეცდებით ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად კომფორტულ გამოცდილებად ვაქციოთ", — აღნიშნავს ელვისის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ელვისი — საუკეთესო ადგილი თქვენი სტარტაპისთვის
ქართული სტარტაპი სხვა ადგილობრივი წამოწყებების მხარდაჭერას მუდმივად ცდილობს და ამიტომ, ბიზნესებს სანტაობის მიმდინარე კატეგორიაში თუ სხვა ნებისმიერ სიახლეში ჩართვას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია ელვისის მეშვეობით მომხმარებლებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება.
რაც მთავარია, ელვისი და თიბისის პროექტი სტარტაპერი თანამშრომლობას იწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე აპლიკაციაში ამ პროექტის ბენეფიციარებიც იქნებიან წარმოდგენილი — მათთვის ცალკე კატეგორია შეიქმნება და განსაკუთრებული პირობებითაც ისარგებლებენ: ისინი თებერვლამდე აპლიკაციაში საკომისიოს გარეშე დაემატებიან, გარდა ამისა ელვისი მათ დეკემბრის თვეში მარკეტინგულ მხარდაჭერას სთავაზობს.
სადღესასწაულო სერვისები და მუდმივი კატეგორიები თქვენი სტარტაპის ცნობადობას გაზრდის. უბრალოდ თანამშრომლობა უნდა მოინდომოთ და განაცხადი შეავსოთ. ელვისიდან აუცილებლად დაგიკავშირდებიან და თქვენზე მორგებულ პარტნიორობას შემოგთავაზებენ.
ელვისის სხვა სიახლეები, რომლებიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ
სასაჩუქრე კატეგორიებში სანტაობის გარდა კიდევ ერთი სიახლეა, ყვავილების მიტანის სერვისი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სასურველი თაიგული შეარჩიოთ და ადრესატს ელვის სისწრაფით გაუგზავნოთ.
ელვისის მუდმივად განახლებადი სერვისები ამით არ სრულდება — ცხოველთა კვების კატეგორია კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც თქვენს ერთგულ მეგობრებზე ზრუნვას გაგიადვილებთ.
ელვისი მხოლოდ კვებაზე ორიენტირებული დიდი ხანია აღარ არის. აპლიკაციაში მარკეტების ჩამონათვალიც დაგხვდებათ, მალე კი აფთიაქებიც დაემატება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი, მედიკამენტები თუ თავის მოვლის პროდუქტები შეარჩიოთ და სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში მიიღოთ.
კომპანია სამომავლოდაც ეცდება მომხმარებელთა სურვილებს უპასუხოს და ელვისელებს ინოვაციური სერვისები შესთავაზოს.
კომენტარები