თეა წულუკიანი

3 Dec. 2021, 13:07

ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული გახლავთ 93 სპორტული ფედერაცია და მათგან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს 98 მილიონ 600 ათას ლარს, აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის წილობრივადაც ბიუჯეტი სამინისტროდან მიღებული გახლავთ 27 მილიონ 500 ათასი ლარი, მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროსგან იღებს 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი [...]

ის მაღალი მიღწევები რაც არაერთ სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი — ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მასთან გამკლავებას და ასე არის აქაც. შესაბამისად, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?

ბევრი ადამიანი დილას ჩაით ან ყავით იწყებს და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანსაც კი სვამს. იმაზე ხშირად მსჯელობენ,…