ფოტო: GRATO Greenhouse • გრატოს სათბურები

შობა უამრავი ადამიანისთვის გამორჩეული და ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ულამაზესი მცენარე — შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია ხდის. კაშკაშა წითელი ფურცლებით შემოსილი მცენარის აღმოჩენა გრატოს სათბურებში შეგიძლია. გრატო საქართველოში ერთადერთი სათბურია, რომელსაც შობის ვარსკვლავი ადგილზევე მოჰყავს. მათ 10 წელია, რაც ამ მცენარის მოყვანა დაიწყეს.

შობის ვარსკვლავი ის მცენარეა, რომლის დახმარებითაც ბევრისთვის ძვირფასი დღესასწაული კიდევ უფრო მშვენიერი და დასამახსოვრებელი გახდება. ამ გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად გრატოს გუნდმა საშობაო სამზადისი ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო, რადგან შობის ვარსკვლავის მოყვანა ხანგრძლივ და შრომატევად პროცესთანაა დაკავშირებული. შეგიძლია, სამზადისი შენც ახლავე დაიწყო და ამ საოცარი მცენარით დასატკბობად შობის დღესასწაულს არ დაელოდო.

შობის ვარსკვლავის შეძენა გრატოს სათბურებში შეგიძლია, რომელიც ორხევში, ჩანტლაძის N1-ში მდებარეობს. გარდა ამისა თუ სათბურებში სტუმრობის დრო არ გაქვს, გრატოს მიწოდების სერვისით მცენარეს სახლიდან გაუსვლელად მიიღებ. ამასთანავე, 1 დეკემბრიდან, კოსტავას 37 ნომერში, გრატო პასაჟის შენობაში გაიხსნა გრატოს სათბურების მაღაზია, სადაც ადგილზევე შეგიძლია შეიძინო ეს განსაკუთრებული მცენარე.

ფოტო: GRATO Greenhouse • გრატოს სათბურები

შობის ვარსკვლავი ერთადერთი მცენარე არაა, რომელსაც გრატოს სათბურში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ — აქ ნებისმიერი მათგანი თანაბარ მოვლასა და მზრუნველობას იღებს. გრატოს მთავარი მიზანი მყუდრო, ჯანსაღი და მწვანე გარემოს შექმნაა, ამიტომ სათბურებში მცენარეებს მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებლებსა და დაავადებებზე ჩითილის ფაზიდანვე უტარდებათ. გრატოში საჭირო პროცედურების ჩატარებას მაღალტექნოლოგიური სათბურები და პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს.

გრატოს სათბურებს შიდა ინტერიერის მცენარეები 2011 წლიდან მოჰყავს. გრატოს სათბურები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კარგად აღჭურვილი ადგილია, რომლის ფართობიც 1 ჰექტარს შეადგენს. ეს უზარმაზარი სივრცე სათბურში გაზრდილ მრავალფეროვან მცენარეებსა და ყვავილებთან ერთად ბოლო ერთი წელია სანერგესაც მოიცავს, სადაც 50-ზე მეტი სახეობის გარე — როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი დეკორატიული მცენარეების, ხეებისა თუ ბუჩქების აღმოჩენა შეგიძლია.

ფოტო: GRATO Greenhouse • გრატოს სათბურები

თუ ჯერ კიდევ არ იცი, შენი სახლის, სამუშაო სივრცის, აივნის, ტერასისა თუ ეზოს გამწვანება რომელი მცენარეებით გინდა, გრატოს სათბურების გუნდი მზადაა, კონსულტაცია გაგიწიოს და მყუდრო სივრცის შექმნაში დაგეხმაროს. გრატოში მისულს შიდა ინტერიერის თუ გარე, ღია გრუნტის მცენარეების დათვალიერება ადგილზევე შეგიძლია. ამავდროულად, პროფესიონალთა გუნდი, გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაბამისი მცენარის შერჩევაში დაგეხმარება და მისი მოვლისთვის აუცილებელ რეკომენდაციებსაც მოგცემს. გრატოს გუნდი ნებისმიერ დროს მზადაა, მცენარეებთან დაკავშირებულ შენს ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.