საქართველო კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს მიუერთდა — როგორ გადმოვწეროთ აპლიკაცია
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და მსოფლიოსთვის ვაქცინაც ხელმისაწვდომი გახდა, სხვადასხვა ქვეყანამ აცრილთა ბაზების შესადგენად ან უბრალოდ კოვიდგადატანილთა სიების შესაქმნელად სხვადასხვა ხერხებს მიმართა. მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობასთან ერთად ევროპის ქვეყნებში კოვიდპასპორტებიც გამოჩნდა, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა ან საზღვრების კვეთაა შესაძლებელი.
17 ნოემბრიდან, EU Gateway-ის 49 სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ქართველებიც შეძლებენ გამოიყენონ ციფრული აპლიკაცია საკუთარი მწვანე სტატუსის დასადასტურებლად.
დღეს საქართველოც მიუერთდა ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის, როგორც უკვე ვთქვით, გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში აისახება, — ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ შეიძლება მოქალაქემ აიღოს კოვიდსერტიფიკატი — "დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში".
იმისთვის, რომ კოვიდსერტიფიკატით ვისარგებლოთ, საჭიროა გადმოვწეროთ აპლიკაცია App Store-დან iPhone-ის შემხვევაში ან თუ თქვენ ანდროიდს ფლობთ, მაშინ Google Play Store-დან. აპლიკაციას Georgia e-Health ჰქვია და მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია.
ქვემოთ დაწვრილებით გაჩვენებთ, როგორია აპლიკაციის გამოყენების პროცესი მისი გადმოწერის შემდეგ. პირველ რიგში, აქ აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციაზე დაკლიკვის შემდეგ მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას პაროლის შეყვანისს პროცესში პრობლემა შეექმნა — გაითვალისწინეთ, რომ პაროლი უნდა შეიცავდეს 8 სიმბოლოს, მათ შორის, ორი უნდა იყოს ციფრი, ერთი დიდი ასო და ერთი სპეციალური სიმბოლო, ანუ თქვენი პაროლი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს "Covid19*". რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე თქვენ მიიღებთ ოთხციფრიან შეტყობინებას მესიჯის სახით, მისი შეყვანის შემდეგ კი ერთი ნაბიჯი რჩება, თქვენ უნდა დაეთანხმოთ აპლიკაციის მოხმარების წესებსა და პირობებს. იმისათვის, რომ წესებზე დათანხმება შეძლოთ, მათი წაკითხვა ან უბრალოდ ბოლომდე ჩამოსქროლვაა საჭირო. გაითვალისწინეთ, სჯობს წესები და პირობები დეტალურად წაიკითხოთ და რეგისტრაციის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.
რჩევის სახით გეტყვით, ნუ გამოიყენებთ სახელწმიფოს მიერ მართულ აპლიკაციაში ისეთ პაროლს, რომელსაც თქვენს სხვა ანგარიშებზეც იყენებთ.
რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკაცია თავს მოუყრის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდინფექციის გადატანას. ეს ყველაფერი ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ მივიღებთ QR კოდს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა სივრცეებში შესვლას ან საზღვრის კვეთას შევძლებთ.
QR კოდი მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის ჩატარების თარიღის და ვაქცინის ტიპის,
უკანასკნელად ჩატარებული PCR ტესტისა და ანტიგენის ტესტის შედეგების შესახებ.
ასევე, QR კოდით მეორე პირი იმის დადგენასაც შეძლებს გაქვთ თუ არა კორონავირუსი გატადანილი უახლოეს პერიოდში.
ჩვენ მიერ მოპვებული ინფორმაციით, აპლიკაციას აქვს გარკვეული ხარვეზები, ზოგი მომხმარებელი ვერ ახერხებს პაროლის დაყენებას (გაითვალსიწინეთ ზემოთ მოცემული წესები), ზოგი მომხმარებლის ინფორმაცია უბრალოდ არასწორად ჩანს, თუმცა ეს ყველაფერი სავარაუდოდ მალე გამოსწორდება. ზოგ შემთხვევაში პრობლემაა აპლიკაციის ანდროიდზე გადმოწერაც, რადგან Play Store პროგრამების გადმოწერის საშუალებას რეგიონების მიხედვით იძლევა, დღის დასაწყიში აპლიკაცია საქართველოდან ხელმისაწვდომი არ იყო, თუმცა ნელ-ნელა ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.
კომენტარები