ოპოზიცია ხელისუფლებას ანა ფოტიგას საპატიმროში არშეშვების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ზურგი აქციეს ევროპას
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ოპოზიციური პარტიები, დროა, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად არშეშვების გამო აკრიტიკებს. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.
"ფოტიგას ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ამ კრიზისში მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მისი მდგომარეობის მონიტორინგი. ხელისუფლებამ ძალიან უხეშად და შეურაცხმყოფელად, ყველანაირი კანონდარღვევით, ჩვენი პარტნიორების და დასავლეთის შეურაცხყოფით, მას უარი უთხრა შესვლაზე ადამიანთან, რომლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არის დღეს გათელილი", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ მეგობრები ევროპაში, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი უნდა თქვას, როგორც დღევანდელ აქციაზე, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მადლობა გადაუხადონ ანა ფოტიგას ვიზიტისთვის.
"მე მინდა პირველ რიგში მივმართო ჩვენს საზოგადოებას: დღეს საქარველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ზურგი ევროპას, შეაქცია ზურგი ჩვენს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც სოციალურ ქსელზე ხელი მიგიწვდებათ, რომ ქალბატონ ანა ფოტიგას მადლობა გადავუხადოთ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, იმ მეგობრობისთვის, რასაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას და მართლა იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", — აღნიშნა სამადაშვილმა.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ქვეყანას ევროპელი პოლიტიკოსების მრავალრიცხოვანი დელეგაცია ეწვევა, რომელთა ვიზიტის მიზანი ექსპრეზიდენტის მდგომარეობის მონიტორინგი და ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყებაა, რათა ღიად განაცხადონ, რა არის მათი არჩევანი — ევროპა, თუ რუსეთი.
ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსები არ არიან მხოლოდ სააკაშვილის მეგობრები, არამედ საქართველოს მეგობრები არიან და მათთვის უარის თქმა არასწორია. მანვე აღნიშნა, რომ ახლა უმოქმედობა და დუმილი დანაშაულია.
"დღითი დღე ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი სისასტიკით უფრო და უფრო ემსგავსება ლუკაშენკოს ბელარუსს, პუტინის რუსეთს და უკვე ღიად აქცია ზურგი დასავლეთს. უკვე ძალიან ცხადია მათი ანტიდასავლურობა", — განაცხადა მან.
ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ მიხურული კარი ერთი ევროპარლამენტარისთვის, არამედ ღია პოლიტიკური გზავნილი ევროპისთვის. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას არ აქვს დასამალი, რა ხდება საპატიმროში, მაშინ ანა ფოტიგა უნდა შეეშვათ.
"ისეთ ვითარებაში, როდესაც არის ორი უკიდურესად განსხვავებული ინფორმაცია იმის შესახებ, სათანადო მკურნალობის გაწევა ხდება თუ არა პატიმარი პრეზიდენტისთვის, ხელისუფლების ინტერესში უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი მესამე მხარის ჩართვა", — განაცხადა მან.
გირჩის წევრმა, ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ იმედს იტოვებდა, ძალაუფლების ან სახის შესანარჩუნებლად ქართული ოცნება ეცდებოდა ცოტა ნორმალურად მოქცეულიყო, თუმცა ასე არ მოხდა და კარგია, რომ დასავლეთიც გაიგებს, რანაირ მთავრობასთან აქვთ შეხება. მან მოუწოდა მოქალაქეებს მივიდნენ დღეს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს.
"თუ გადაავლებთ თვალს ამ ქვეყნების ჩამონათვალს, ეს არის ის ქვეყნები, რომლებსაც ღიად აქვთ უარი ნათქვამი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე, რომლებიც არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, რომლებიც არიან პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის უტრირება", — განაცხადა მან.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები