როგორც აღმოჩნდა, სიცივის მიმართ პაწაწინა ხბოები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი ყოფილან. ამ პრობლემის გადასაჭრელად ამერიკელმა ფერმერმა ჰოლი პოდმა უსაყვარლესი გზა იპოვა: ხბოებისთვის "ყურთათმანები" შექმნა.

ფოტო: Moo Moffs / Facebook

ჰოლი პოდს ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც მისი ბოსელი ხანძარმა გაანადგურა. სიცივეში დარჩენილ ხბოებს გათბობა სჭირდებოდათ. პოდმა სხვების დახმარებით ხბოებს "ყურთათმანები" და ქურთუკები შეუკერა.

ფოტო: Moo Moffs / Facebook

ფოტო: Moo Moffs / Facebook

პოდმა იდეა სხვა ფერმერებსაც გაუზიარა. ფერმერს უამრავმა ადამიანმა მიბაძა და ყინვასთან შესახვედრად სულ უფრო მეტი ხბო გამოიპრანჭა.

ფოტო: Moo Moffs / Facebook

ახალშობილი ხბოების სიცივისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყინვამ მათი სხეულის ნაწილების გაყინვა, ჰიპოთერმია ან სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე საათის დაბადებულ ხბოებს განსაკუთრებით უჭირთ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, შესაბამისად, ამ დროს მათი სიცივისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფოტო: Moo Moffs / Facebook

ეს სასაცილო ხბოები ყინვას მოქსოვილი თუ შეკერილი "ყურთათმანებით", ზოგიერთი მათგანი კი ქურთუკით უმკლავდება. გარდა იმისა, რომ აქსესუარები მათთვის აუცილებელია, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ საყვარელ სანახაობას იშვიათად თუ გადააწყდებით!