პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის ახალი როლი და ძველი პრობლემები
ფოტო: Getty
დონალდ ტრამპის სიძის ოფიციალური სტატუსი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. ამ კვირიდან ჯარედ კუშნერის მოვალეობებს ამერიკული ინოვაციების ოფისის მართვაც დაემატა.
უძრავი ქონების მეორე თაობის ინვესტორი პრეზიდენტის შვილის, ასევე ბიზნესმენის, ივანკა ტრამპის ქმარია. მისი კაბინეტი თეთრი სახლის დასავლეთის ფლიგელში მდებარეობს. ახალი ფუნქციის შესასრულებლად, კუშნერს სამსახურში ძირითადად ბიზნეს-ლიდერები მოჰყავს. ისეთი ცნობილი კომპანიებიდან არიან, როგორიცაა "მაიკროსოფტი", "ჯენერალ მოტორსი", თუ ბანკი "გოლდმან საქსი."
ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ ტრამპის პრესმდივანს, შონ სპაისერს მედიის წარმომადგენლების მოგერიება, ამჯერად, კუშნერის გამოც მოუწია. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რამდენად კვალიფიციურია 36 წლის ინვესტორი იმ მოვალეობების შესრულებისთვის, რომელიც მას აკისრია. პრეზიდენტის მრჩევლის როლში კუშნერს მუშაობა ისეთ რთულ თემებთან უწევს, როგორიცაა სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში; ურთიერთობები ჩინეთთან და მექსიკასთან.
კუშნერთან დაკავშირებულ კითხვებს სპაისერმა პასუხი ირიბად გასცა. "მთავრობასთან ოდესმე რეალური შეხება თუ გქონიათ, ნახავდით, თუ როგორი დრომოჭმული და ჩამორჩენილია მისი ზოგიერთი ნაწილი. ის ამერიკელ ხალხს არ ემსახურება, დეპარტამენტები დიდწილად ამომრჩევლებზე არ მუშაობენ. ამ ფონზე ის, თუ როგორ შევუწყობთ ჩვენ ხელს რიგ საკითხებს, კერძოდ, ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება" - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ფაქტია, რომ ამერიკის მთავრობას გამკლავება ბევრ სირთულესთან უწევს, ამაზე ბევრი მკვლევარი თანხმდება. არსებულ გამოწვევებზე საუბრობს სტივენ გოლდსმითიც, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიული მართვის და ინოვაციის ცენტრის თანამშრომელი.
მისი თქმით, "არსებობს ბიუროკრატიული, კონგრესის და ზოგადად, საკითხის სირთულის ბარიერები, მაგრამ, როცა ინოვაციების დანერგვის მცდელობა უშუალოდ მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან წამოვა, ვფიქრობ, რომ ეს იმედის მომცემია და რეალურ განსხვავებას მოგვცემს".
იმედის მომცემია ისიც, რომ კუშნერის ოფისის ახალ მოვალეობებში შედის "სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა" და "ამერიკელთა ცხოვრების ხარისხის" გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამბობენ, რომ ის რეკომენდაციებსაც გასცემს მთავრობის იმ ფუნქციებზე, რომელთა პრივატიზებაც შესაძლებელია.
თუმცა, კითხვები მისი კვალიფიკაციის და ნეპოტიზმის შესახებ კვლავ გაუცემელი რჩება. ამასთან, ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარედ კუშნერი კონგრესში დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე გამოიძახეს, სადაც მან კანონმდებლებს პასუხი რუსეთთან კონტაქტებზე უნდა გასცეს. პრეზიდენტის სიძე კონგრესში მისვლაზე თანხმობას აცხადებს.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით კუშნერი ტრამპის ყველაზე ახლო კონტაქტია, რომელსაც კანონმდებლები ამ თემაზე კითხვებს დაუსვამენ. ინფორმაცია "ნიუ-იორკ თაიმსმა" გაავრცელა. გამოცემის მიხედვით, რუსეთის ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში სერგეი კისლიაკს 2 დეკემბერს კუშნერიც შეხვდა.
"ნიუ-იორკ თაიმსი" ფიქრობს, რომ კანონმდებლებს კუშნერის წარსულიდან სხვა კონტაქტებიც უნდა აინტერესებდეთ, კერძოდ, მისი შეხვედრები "ვნეშეკონომბანკის" ხელმძღვანელთან, რომელთა შესახებაც პრეზიდენტის სიძეს ანგარიში არ ჩაუბარებია. საუბარია რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკზე, რომელსაც 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ამერიკამ სანქციები დაუწესა. პასუხად "თეთრმა სახლმა" თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან კუშნერის შეხვედრებში უჩვეულო არაფერია და რომ მისი როლი, როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე გარდამავალ პერიოდში, უცხოეთის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის რუსებთან შეხვედრებს რეგულარულად მოითხოვდა.
შეერთებული შტატების დაზვერვა თვლის, რომ სწორედ რუსეთის მთავრობა იდგა 2016 წელს ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმების მიღმა. არსებობს ეჭვი, რომ დემოკრატიული პარტიის ჯგუფებზე თავდასხმის მიზანი ტრამპის სასარგებლოდ ინფორმაციის გამოქვეყნება იყო. კრემლი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
გასულ კვირას, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის ჩარევის მცდელობას იძიებს და ცდილობს დაადგინოს, ეხმარებოდნენ თუ არა კრემლს ამ მცდელობის კოორდინირებაში პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის თანამშრომლები.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიების ობიექტებს შორის არიან საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარე პოლ მანაფორტი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული სხვა ნდობით აღჭურვილი პირები. აღნიშნულ სკანდალს გადაყვა მაიკლ ფლინი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელმაც პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც თეთრ სახლს რუსეთის ელჩთან გამართული საუბრის თემის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები