დამოუკიდებლობის 25 წელი - ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან
26 მაისს, თბილისში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არაერთი სანახაობა გაიმართა.
ქუჩებში სამინისტროებსა და კომპანიებს საჩვენებელი სტენდები ჰქონდათ გამოტანილი, იყო რამდენიმე სცენაც, მსახიობები ატარებდნენ პერფორმანსებს.
ვარდების მოედანზე, სადაც მინი ქალაქი მოეწყო, ველო ბილიკებით, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურების სტენდები იყო გამოფენილი. მოედანზე პირველად შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ამის შემდეგ თავისუფლების მოედანზე ქართველი სამხედროების მარში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებსა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რის შემდეგაც წვევამდელებმა ფიცი დადეს.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელმა სამხედროებმა საზეიმო მსვლელობით მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
დელტას მიერ წარმოებული ლაზიკა და ქართველი სამხედროები.
ვიცეპოლკოვნიკი გელა ათაქიშვილი ამერიკული ტანკ აბრაამსთან:
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ვისურვებდი რომ ნაკუწ-ნაკუწ დაყოფილი საქართველო ერთიანი გამხდარიყოს".
"ძალიან ამაღლებული, ძალიან კარგი დღეა და ამინდიც რომ ხელს გვიწყობს, ძალიან კარგ განწყობით ვარ, მითუმეტეს შვილებიც ესწრებიან, ეცნობიან და ეჩვევიან ამ ყველაფერს, სიხარულსა და საქართველოს თავისუფლებას. ძალიან ლამაზი და მოწესრიგებულია ქალაქში ყველაფერი" - გვითხრა თინათინ ორჯონიკიძემ, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს შვილებთან ერთად ზეიმობდა.
სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ზურა ჩალადაშვილი, გარდენია შევარდნაძეს თანამშრომელი: სამებაღეო საქმეს ვასწავლით ხალხს, რომ თბილისის აივნები გალამაზდეს. გვინდა რომ ხალხს ვასწავლოთ სამებაღეო ხრიკები.
ელენე ბახტაძემ და თათუკა მაჭავარიანმა, რომლებიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან, საინტერესო ნამუშევრებით საზოგადოებას რესურსების განახლებით გამოყენების მაგალითი უჩვენეს:
"ხალხს გვინდა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ ნაგვით გარემოს დაბინძურების ნაცვლად, შექმნან ახალი ნივთებით. ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის გაკეთება, ჩვენ ამ მაგალითით გვინდა ვუთხრათ, რომ ნივთებს მეორადი გამოყენებაც შეუძლიათ უპოვონ, აქ კოსტუმები შექმნილია ერთჯერადი კოვზები, ჩანგლები, თეფშები, ჭიქები, საწრუპები, ხოლო აბაჟურები ძაფებითაა გადახლართული".
კომენტარები