საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივ შეთანხმებებს მოეწერა ხელი
ფოტო: თორნიკე მანდარია/On.ge
საქართველოში, ლატვიის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოეწერეს ხელი. დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა და პრესკონფერენცია გაიმართა.
- შეთანხმება საქართველოს შსს-სა და ლატვიის რესპუბლიკის შსს-ს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
- ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის;
- ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის;
- ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ITC ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის ITC საბჭოს შორის.
პრესკონფერენციაზე სიტყვით პირველი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე. მისი თქმით, საუბარი შედგა რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე დგას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სამხედრო სფეროებში:
„მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, რომელიც შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონის თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტები არის შესაძლებელი.“
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ იმ გზაზე რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის განხორციელებაშიც ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან რეალურად ჩვენ გვაქვს ერთაინი და ძალიან ნათელი ხედვა. ამ ხედვის კონტექსტში სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორცილებეს. მადლობა ლატვიის პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ნათელ პოზიციას აფიქსირებს.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით კი, ლატვია არის მაგალითი იმის, რომ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია შესაძლებელია. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა განაგრძოს რეფორმების გამოცდილების გაზიარება ქართველებისთვის. ვეიონისის თქმით, თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლო, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო მართვის სფეროებში.
ლატვიის პრეზიენტმა დაგმო, პროცესები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ერთიანობას ხელს უშლის :
„ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე, ე.წ. რეფერენდუმი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არალეგალურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“
რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატი არ არის მზად დიდი გადაწყვეტილებებისთვის, თუმცა, მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება და ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოს იმ დღისთვის, როცა ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები