დამკვირვებლის თქმით, რუსთავში რეგისტრატორი ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ფურცელზე ინიშნავდა
ფოტო: ბექა შუკაკიძე / On.ge
რუსთავის მე-2 საარჩევნო უბანზე მყოფი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ოლმედიას წარმომადგენლის განცხადებით, დაინახა, როგორ ინიშნავდა რეგისტრატორი ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ფურცლებზე. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტი იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.
უბნის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თავად დაავალა რეგისტრატორებს ცალკე ფურცელზე ჩაეწერათ ამომრჩეველთა ნომრები, რათა საათში ერთხელ დაეთვალათ მისული ამომრჩევლების რაოდენობა. ჩვენს კითხვაზე, აუცილებელი იყო თუ არა ნომრის ამოწერით დათვლა, თავმჯდომარე ასე პასუხობს:
"როგორ უნდა ამოგვეწერა? სახელი და გვარით? ეგ ხომ უკვე დარღვევაა? აბა, რითი ამოვიწერო? თქვენ მითხარით".
მისივე თქმით, ეს მათი ტაქტიკა იყო, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა დაეთვალათ.
"ჩვენ გვქონდა ასეთი შემუშავებული ტაქტიკა, რომ ყოველ საათში ერთხელ მე ამ ნომრებით შევამოწმებდი, რამდენი ამომრჩეველი მივიდა კონკრეტულად რეგისტრატორთან, შემდეგ უკვე ხელმოწერებსაც ვითვლიდით და ვაჯამებდით, ოღონდ ჩვენ გვქონდა შინაგანი განწესება, რომ ერთ საათში ერთხელ გავაკეთებდით ამ მონაცემებს, რომ ბოლოს ბალანსი დაგვეცვა", — განაცხადა თავმჯდომარემ.
თავმჯდომარის თქმითვე, როცა საჩივარი დაიწერა, მათ ეს "დარღვევა" აღმოფხვრეს, თუმცა მოგვიანებით თავადვე უარყო, რომ მომხდარი დარღვევა იყო. მისი განცხადებით, დამკვირვებელი უბანზე მისვლისთანავე "პროვოკაციულად იქცეოდა".
ამასთან, ჩვენი ჟურნალისტის ცნობით, დამკვირვებლის გაძევების კენჭისყრას აპირებდნენ, როდესაც უბანზე ხმის მისაცემად ქართული ოცნების კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე მივიდა და სიტუაცია დამშვიდდა. თუმცა თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ დამკვირვებელი "პროვოკაციულ" ქმედებებს გააგრძელებს, ტერიტორიიდან გააძევებენ. თავმჯდომარის თქმით, გაძევებას იმიტომ აპირებდნენ, რომ მან სამაგიდო სიას ფოტო გადაუღო.
ფოტო: ბექა შუკაკიძე / On.ge
"საჩივარი დაიწერა, მივიღეთ საჩივარი, აღმოვფხვერი ეს დარღვევა, მაგრამ მაინც გააგრძელა ამ ქალბატონმა პროვოკაციული [ქმედებები]. მე ეს ჩემთვის მქონდა გაკეთებული, რომ დამეცვა ბალანსი ყოველ ერთ საათში ერთხელ, არა, რატომ არის დარღვევა?" — აცხადებს ის.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
კომენტარები