16-წლიანი უსინათლობის შემდეგ, ქალმა გარემო ტვინის იმპლანტის დახმარებით დაინახა
ესპანელმა მეცნიერებმა უსინათლო პაციენტის ტვინში იმპლანტი მოათავსეს, რის შემდეგაც მან დანახვა შეძლო. ეს კი უშუალოდ მისი ტვინის ვიზუალური კორტექსის სტიმულირების გზით მოხერხდა.
New Atlas-ის მიხედვით სისტემა "ხელოვნურ ბადურას" იყენებს, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ გადაშლილი სინათლეს აღიქვამს. ამის შემდეგ, სინათლე ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება და ტვინის იმპლანტისკენ მიკრო-ელექტროდების სერიის სახითტ იგზავნება. ასე, უსინათლო ადამიანი მისი სათვალის მიერ დანახულ ინფორმაციას "ხედავს".
აღნიშნული სისტემა მკვლევრებმა 57 წლის ქალზე გამოსცადეს, რომელიც 16 წელია, რაც სრულად უსინათლოა. ექსპერიმენტის ფარგლებში მან სილუეტებისა და ფორმების გარჩევა შეძლო, რაც ბიონიკური თვალების კუთხით პროგრესის მომასწავებელია.
"ჩვენ მუდმივად ვიღებდით მაღალი ხარისხის ჩანაწერებს ვიზუალურად განცალკევებული ნეირონებისგან და სტიმულაციის პარამეტრები დროთა განმავლობაში სტაბილური რჩებოდა", — ნათქვამია კვლევაში, რომელიც The Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა. აქ ავტორები იმასაც ამბობენ, რომ პაციენტს შეეძლო "ზოგიერთი ასოს ამოცნობა" და "ობიექტების საზღვრების დანახვაც".
შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეაშინომს ტვინში ელექტროდების იმპლანტირების იდეამ, თუმცა, კვლევაზე მომუშავე გუნდმა აღმოაჩინა, რომ სისტემას არ მოუხდენია გავლენა ტვინის სხვა რომელიმე ნაწილზე, გარდა ვიზუალური კორტექსისა. ვიზუალურ აღქმასთან დაუკავშირებელ ნეირონებს ის არ შეხებია და შესაბამისად, არც მათი სტიმულაცია გამოუწვევია. ეს მიგნება გვთავაზობს, რომ სისტემა სრულიად უსაფრთხო და მოკრძალებულია. აღსანიშნავია, რომ სისტემას ნაკლები ელექტროაქტივობა სჭირდება, სხვა მსგავს იმპლანტებთან შედარებით.
იმპლანტი პაციენტის ტვინიდან ექვსთვიანი გამოყენების შემდეგ ამოიღეს. რა თქმა უნდა, გაცილებით ბევრი კვლევაა საჭირო მანამ, სანამ ტექნოლოგია უფრო ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა პირველადი ინდიკატორები დამაიმედებლად გამოიყურება. წარსულში მსგავსი ტიპის ექსპერიმენტები გვინახავს, მათი ნაწილი კი, ამ კონკრეტულის მსგავსად, შთამბეჭდავი იყო. ნეირონული იმპლანტებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიიას თუ გავითვალისწინებთ, უსინათლობა შეიძლება მალე უკურნებელი აღარ იყოს.
კომენტარები