მინდა ადვოკატებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არ გახდნენ წამახალისებლები — 5 ივლისის საქმის პროკურორი
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
"ძალიან მინდა ადვოკატებსაც მოვუწოდო, რომ ფრთხილად იყვნენ, არ გახდნენ წამახალისებლები", — განაცხადა 5 ივლისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ წინასასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"როდესაც ვამბობ, ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაცა კონკრეტული ჯგუფი ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან და ეს მათ აძლევთ უფლებას და ვალდებულად თვლიან თავს, რომ გარკვეული ექსტრემიზმით წავიდნენ, ამ ადამიანებს მიაყენონ ფიზიკური დაზიანება, დალეწონ სხვისი საკუთრება, მათ შორის, სადარბაზოს სკამები, შეუვარდნენ სხვა მოქალაქეს, აი, ამ მოცემულობაზე, როცა ამბობენ თვითონ, რომ ხვალაც გავაკეთებთ ამასო, იმიტომ, რომ სჯერათ, ამით საკუთარ ღირსებას იცავენ, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს თვითონვე ასაბუთებენ", — განაცხადა პროკურორმა.
დღეს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე 27 ბრალდებულის სასამართლო სხდომები გაიმართა. 27-ვე მათგანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ეს დაკავებულთა მხოლოდ ნაწილია. დღეს გამართულ 4 წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმსჯელეს.
სხდომებზე ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ნაწილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.
27 ბრალდებულ შორის იყო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებული, დავით კუტალაძეც. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, კუტალაძე აქტიურად ავრცელებდა ძალადობრივ მოწოდებებს, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს, ადვოკატი პროცესის მიმდინარეობისას საუბრობდა, რომ საქმეში არ არსებობს "არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება", რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება. მეტიც, მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარემ, შესაძლოა, რომ ყურადღება გაამახვილოს TV პირველის დაზარალებული ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას ორი "ურთიერთგამომრიცხავი" ჩვენებაა.
ადვოკატის მტკიცებით, კუტალაძე და სხვები დღეს ციხეში იმიტომ სხედან, რომ "ქართული ტრადიციებისა და ქართული სულის პატივისმცემლები არიან". მან გაიზიარა ბრალდებულების პოზიცია და თქვა, რომ "აქვს პატივი და საკუთარ თავსაც მოიაზრებს" ამაში.
"ის, რაც მიუღებელია ქართველი კაცისთვის, მათ შორის, მაქვს პატივი და მე ჩემს თავსაც მოვიაზრებ, ის, რაც მიუღებელია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, სწორედ იმ პოზიციის დაფიქსირების გამო ეს ხალხი დღეს ციხეშია", — განაცხადა კუტალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა. ის 13 ივლისს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია". მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და "განტევების ვაცი" შექმნან. სასამართლოს დარბაზში ის ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებდა და ლგბტ თემს დამამცირებლად მოიხსენიებდა.
შსს-მ კუტალაძე 12 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები