სომხური არჩევნები, IGLA და საქართველო
ფოტო: VOA
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ადასტურებენ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში, ერთი ერთეული - რუსული წარმოების გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსს - IGLA-ს უკანონო შეტანის შესახებ.
ეს ცნობა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა 22 მარტს გაავრცელა და ფაქტზე სომხეთის სამი მოქალაქე, მათ შორის, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ გენერალ-ლეიტენანტი სამველ ბაბაიანი დააკავა.
რუსული IGLA სომხეთის სუს-მა ავტოფარეხიდან ამოიღო
ფოტო: VOA
სომხური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკის“ მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია აუდიო მტკიცებულებები, რომ ბაბაიანი IGLA-ს გამოყენებას, სამთავრობო ვერტმფრენის წინააღმდეგ გეგმავდა და მისი სამიზნე, სომხეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც შეიძლება ყოფილიყო.
გენერალი ბაბაიანი, 2000 წელს, ყარაბაღის მაშინდელ „პრეზიდენტ“ არკადი გუკასიანზე შეიარაღებული თავდასხმის შეკვეთის გამო უკვე იყო გასამართლებული. მაშინ მას 14 წელი მიუსაჯეს, თუმცა ციხე შეწყალების საფუძველზე, 4 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა და მალე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. რუსეთიდან ერევანში ბაბაიანი 2016 წლის მაისში დაბრუნდა.
თავად სამველ ბაბაიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარს, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს არის დანიშნული. დაკავებული ბაბაიანი კი ოპოზიციურ ალიანს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ წარმოადგენს. ამ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი ამბობს:
„ბაბაიანი ჩვენი მებრძოლი და იდეური მეგობარია, თავისი მოღვაწეობის დროს, მან საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად მოგვიტანა გამარჯვება არცახის ომში, რისთვისაც ხალხმა მას არცახის გმირის წოდება მიანიჭა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას შეკერილი ბრალდებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს დაკავება ჩვენი ბლოკის დასასუსტებლად განხორციელდა“
სომეხი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ბაბაიანის დაკავებაში ცალსახად პოლიტიკური კონტექსტია, რადგან მმართველი - სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის, 2 აპრილის არჩევნების წინ, „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ ბლოკი დიდ თავისტკივილად იქცა. ოპოზიციური ალიანსის დევიზია - „მემკვიდრეობა, ერთობა, გამარჯვება!“.
დაკავებული სამველ ბაბაიანი და სომხური ოპოზიციური ბლოკის ლიდერები: ვარდან ოსკანიანი, სეირან ოგანიანი, რაფი ოვანისიანი
ფოტო: VOA
ბლოკის უდაო ლიდერი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი 2016 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის უახლოესი მოკავშირე იყო. ისიც ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილეა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა. მინიჭებული აქვს „არცახის გმირის“ წოდება. იყო ყარაბაღის არმიის „შტაბის უფროსი“ და „თავდაცვის მინისტრი“, შემდეგ სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსი. 2008-2016 წლებში კი სომხეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
მეორე ლიდერი ამერიკაში დაბადებული რაფი ოვანისიანია, დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო მინისტრი (1991-92). 2013 წლისს აპრეზიდენტო არჩევნებზე, მან ხმების 36,7% დააგროვა და მხოლოდ გამარჯვებულ სერჟ სარქისიანს (58,6%) ჩამორჩა. სირიაში დაბადებულ, ალიანსის მესამე ლიდერს, ვარდან ოსკანიანს, 10 წლის მანძილზე, 1998-2008 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა.
სომხური ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელი არა პაპიანი ამბობს, რომ IGLA-ს „კონტრაბანდაზე“ სამველ ბაბაიანის დაკავებით, ოპოზიციურ ბლოკს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ საარჩევნო ხმები, შეიძლება, როგორც მოემატოს, ისე მოაკლდეს.
„ლოგიკა გვკარნახოვს, რომ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი IGLA-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით არ შემოიტანდა და ამაზე არ ჩავარდებოდა. სომხეთში უამრავია ეს იარაღი, იგივე ყარაბაღში გაცილებით ადვილია IGLA-ს ყიდვა, ვიდრე საქართველოში.
მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების პერიოდში იზოლაციაში ამყოფოს სამველ ბაბაიანი. ეს ერთის მხრივ გაზრდის საზოგადოების ინტერესს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ საარჩევნო ბლოკის მიმართ, თუმცა, ამავე დროს, შეუქმნის ბლოკს პრობლემასაც, ელექტორატში შიშის ატმოსფეროს დანერგვის გამო.“
სომხეთის მომავალ არჩევნებში, ასევე მონაწილეობენ: ეროვნული კონგრესისა და სახალხო პარტიის ბლოკი, რომელსაც სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი ხელმძღვანელობს;
1890 წელს, ტიფლისში დაარსებული ნაციონალისტური პარტია „დაშნაკცუთიუნი“; ცენტრისტული პარტია „ორინაც ერკირი“ (სომხეთის აღორძინება) პარლამენტის ყოფილი სპიკერის არტურ ბაღდასარიანის ლიდერობით; ბლოკი „ელკ“-ი (გამოსავალი), „თავისუფალი დემოკრატები“, კომუნისტები და სომეხი მილიარდერისა და ოლიგარქის გაგიკ ცარუკიანის საარჩევნო ბლოკი.
2015 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთი 2 აპრილის შემდეგ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. პირველად მეზობელი ქვეყნის ისტორიაში, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის ბარიერი - 5, ხოლო ბლოკებისთვის - 7%-ით არის განსაზღვრული.
ახალ პარლამენტში, როგორც მინიმუმ - 101 დეპუტატი უნდა იქნას არჩეული, თუ რომელიმე პარტია გარანტირებულ უმრავლესობას ანუ ხმების 54%-ზე მეტს დააგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც უკვე პირველ ტურში, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ.
გამარჯვებული პარტია პრემიერ-მინისტრად საკუთარ კანდიდატურას მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წარუდგენს. 2018 წელს კი პრეზიდენტის შემცვლელს უკვე ახალი პარლამენტი აირჩევს.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
კომენტარები