ქართველი მოდელების საერთაშორისო წარმატებას კიდევ ერთი შეემატა: ეთო მიგრიაული მოდის ცნობილი ჟურნალის, ELLE-ს იტალიური გამოცემის გარეკანზეა.

ეთო ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. აღსანიშნავია, რომ ELLE-ს გარეკანზე მოხვედრა ეთოს პირველი საერთაშორისო წარმატება არაა. 1 წლის წინ ეთო Valentino-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე გამოჩნდა.

რამდენიმე თვის წინ ეთო მიგრიაული ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის (DAVID KOMA) სარეკლამო კამპანიაშიც მოხვდა.