არ მქონდა ინფორმაცია, ვერც დავიჯერებდი, რომ საქართველოში იყო — კუჭავა სააკაშვილზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლა ჩამოვიდა.
"მეც ვიფიქრებდი, რომ არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი [...] გვაჩვენეს ვიდეო და მე გავეცი მარტივი პასუხი — არ მჯერა, რომ სააკაშვილი არის საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ვიდეო, რომელიც ვნახე, ნამდვილად მეგონა, რომ იყო აწყობილი კომპიუტერული გრაფიკით [...] როდესაც ადამიანი 100-ჯერ გასცემს პირობას და 101-დაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს.", — განაცხადა კახა კუჭავამ.
კითხვას, პარლამენტის თავმჯდომარეს რატომ არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია სააკაშვილის დაკავებისთვის დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ, კუჭავამ უპასუხა, რომ ეს არის "სწორი ინსტრუქციული მოწყობის შედეგი".
"საუბარი არის გარკვეულ პერიოდში დაგეგმილ სპეცოპერაციაზე, რომელზეც, მათ [შსს-მ] ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა სცოდნოდათ, თუნდაც იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩატარებულიყო ოპერაცია მაღალ დონეზე და არ ყოფილიყო ზედმეტი აჟიოტაჟი და არ ყოფილიყო ხელშეშლა, სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე. მათ გააკეთეს ეს არჩევანი და უნდა გვახსოვდეს რომ ესაა ზუსტად სწორი ინსტრუქციული მოწყობის შედეგი, როდესაც სამართალდამცავები ორგანოები აკეთებენ იმ საქმეს რომელიც მათ ევალებათ", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კუჭავა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობას ვერ გააფუჭებს.
"ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს მეგობრობას, რომელიც, როგორც ლხინში, ისე ჭირში, ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით", — ამბობს კუჭავა.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე იმეორებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გომელაურს და ლილუაშვილს ბრიფინგზე არ უსაუბრიათ, სამივე მათგანმა მედიის ოთახი ისე დატოვა, რომ კითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, უცნობი იყო სად დააკავეს სააკაშვილი.
თუმცა, ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე დაკავების შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისშია და სავარაუდოდ მალე დააკავებენ. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ის ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და დღეს "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუნდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ.
აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა, პრემიერმაც და კობახიძემაც რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილის დაკავება სიმბოლური იყო დღეს, რადგან 9 წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის "დიდი გამარჯვებიდან". პრემიერმინისტრმა ბიძინობაც კი მოგვილოცა.
ამის შემდეგ ბრიფინგები ჩაინიშნა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. პროკურატურაში ის საქმეები განიხილეს, რომელზეც სააკაშვილს უკვე აქვს მისჯილი, ისინიც, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა და დაამატეს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მის სანახავად ომბუდსმენი მივიდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. მელიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ამისთვის მზად იყო და ბრძოლა არჩევნებზე გრძელდება.
ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
ამავე თემაზე:
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
კომენტარები