რა შემოსავალი აქვთ და რამდენს ხარჯავენ პარტიები
ფოტო: TI
როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2,5-ჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო გარემოს აზიანებს — ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევაშია ნათქვამი.
პარტიების შემოსავლები
კვლევის მიხედვით, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მთლიანობაში 11 905 640 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის დაახლოებით 70% — 8 288 650 ლარი, ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. 774 721 ლარით მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მესამეზე კი — გახარიას პარტია — საქართველოსთვის 758 701 ლარით.
ანაგრიშში აღნიშნულია, რომ პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% იყო სახელმწიფო დაფინანსება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ რვამ მიიღო ჯამში 9 373 431 ლარის ოდენობით, საიდანაც 84%, ანუ 7 837 030 ლარი ქართულ ოცნებაზე მოდიოდა, 757 811 ლარით მეორე ადგილზე გახარია — საქართველოსთვის, ხოლო მესამეზე — 543 182 ლარით ენმ იყო.
TI-ის კვლევის მიხედვით, საბანკო სესხით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ევროპულმა საქართველომ ისარგებლა, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში 500 000 ლარის ოდენობის სესხი აიყო.
პარტიების ხარჯები
TI-ის კვლევაში საუბარია პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ გაწეულ ხარჯებზეც და ნათქვამია, რომ 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით სულ 10 926 299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია. ანგარიშის მიხედვით, ამ ხარჯების 70% — 7 600 097 ლარი ქართული ოცნებაზე მოდიოდა, 796 369 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ლელო — მამუკა ხაზარაძე, მესამეზე კი — გახარია — საქართველოსთვის 703 604 ლარით.
რაც შეეხება ხარჯების მიზნობრიობას, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე (6 705 488 ლარი) მოდიოდა. კვლევაში ისიც არის ნათქვამი, რომ სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 6%) და შრომის ანაზღაურება (4%).
TI-ის თქმით, რეკლამაზე ყველაზე მეტი — 5 299 065 ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 79%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (3 837 787 ლარი) დაიხარჯა, რომლის უდიდესი ნაწილიც — 88% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.
პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია TI-ის რეკომენდაციაც, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია აუდიტის სამსახურს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყაროს დადგენისკენ მოუწოდებს, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები არიან გამოსახული. საუბარია ე.წ. სისხლიან ბანერბეზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
კომენტარები