მსოფლიოში პირველად — მეცნიერებმა ნახშირორჟანგისგან სახამებელი შექმნეს
სამყაროს გამოკვება ადვილი საქმე არ არის. ის დაკავშირებულია რესურსების მოხმარებასთან და ზოგჯერ გარემოსთვის ზიანიც მოაქვს — წყლის, სასუქის, პესტიციდების და საწვავის მასიური გამოყენების გამო. ამის ფონზე, სახამებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მას თითქმის ყველაფრისთვის ვიყენებთ, იქნება ეს პური თუ ქაღალდი. მიუხედავად ამისა, მისი წარმოება მცენარეებზეა დამოკიდებული, რაც საჭიროებიდან გამომდინარე არაეფექტურია.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ჯგუფმა შეიმუშავა ის, რაც მათი თქმით, პირველი მეთოდია CO2-ის სახამებლად გარდაქმნაში. მეცნიერების თქმით, მსგავსი მეთოდი ბევრად ეფექტური და სწრაფია, ვიდრე ამას მცენარეები ახერხებენ.
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან აქამდე ძალიან ძნელი იყო მცენარეებში ფოტოსინთეზის დაჩქარება ან სახამებლის ხელოვნურად შექმნა. მეცნიერებმა სახამებელი აქამდე მცენარეული ცელულოზისგან და საქაროზისგან ფერმენტების გამოყენებით უკვე შექმნეს, მაგრამ CO2-ის გამოყენებით ეს აქამდე შეუძლებელი იყო.
Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ახალი ტექნიკა ეყრდნობა ქიმიურ კატალიზატორებს — ბუნებრივი და ინჟინერირებული ფერმენტების საგულდაგულოდ შერჩეულ კომბინაციას ნახშირორჟანგის სახამებლად 8,5-ჯერ უფრო ეფექტურად გარდაქმნისთვის, ვიდრე ეს მცენარეებს შეუძლიათ.
ეს ჰიბრიდული ხსნარი მოიცავს CO2-ს, რომელიც მცირდება მეთანოლში ორგანული კატალიზატორის დახმარებით. ამის შემდეგ მეთანოლი მუშავდება ინჟინირებული ფერმენტებით, რომლებიც მას შაქრის ერთეულებად აქცევს, რაც საბოლოოდ პოლიმერულ სახამებლად გარდაქმნას ახდენს. შედეგად მიღებულ სინთეზურ სახამებელს კი, მკვლევართა თქმით, აქვს ზუსტად იგივე სტრუქტურა, როგორც "ბუნებრივს" და შეიძლება დამზადდეს მნიშვნელოვნად ნაკლებ დროში.
"თუ პროცესის მთლიანი ღირებულება შემცირდება, მოსალოდნელია, რომ დაიზოგება დამუშავებული მიწის და მტკნარი წყლის რესურსების 90 პროცენტზე მეტი", — ამბობს იანჰე მა, ტიანჯინის სამრეწველო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მიკრობიოლოგი და კვლევის ავტორი.
მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი ახალი შემუშავებულია და მას ჯერ კიდევ გამოცდა ესაჭიროება, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მიღწევა წარმოადგენს ახალ მეცნიერულ საფუძველს მომავალი ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც წარმოქმნიან სახამებლის სამრეწველო რაოდენობას CO2-დან, რაც პოტენციურად სრულიად ახალ გზას ხსნის. ამან შეიძლება გააუმჯობესოს სურსათის დაცულობა და ეს ეკოლოგიურად მავნე პესტიციდებისა თუ სასუქების გამოყენების შემცირებისას.
მიღწეულის შემდეგ, მკვლევრებს სურთ ფოკუსირება მოახდინონ ტექნიკის განვითარებაზე, რათა მეთოდის ეფექტიანობა უფრო გაიზარდოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები