WHO-მ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი Ronapreve დაუშვა
პარასკევს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი დაუშვა. პრეპარატს ამერიკულ ბიოტექნოლოგიური ფირმა Regeneron-ი აწარმოებს, ბაზარზე კი შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს გამოაქვს.
იგი მონოკლონური ანტისხეულებისგან შედგება, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების იმიტაციას აკეთებენ. ორი საშუალების, მონოკლონური ანტისხეულების "კაზირივიმაბისა" და "ინდევიმაბის" კომბინაცია, SARS-CoV-2-ის წვეტის ცილას ებმის, ვირუსს ანეიტრალებს და მეტი უჯრედის დასნებოვნებას გვარიდებს თავიდან. ეს მკურნალობის მხოლოდ მესამე მეთოდია, რომელიც WHO-ის მიერ კოვიდ-19-ის სამკურნალოდაა ნებადართული.
პრეპარატი შეერთებულ შტატებში REGEN-COV-ის სახელით იყიდება, სხვაგან კი ყველგან Ronapreve-ს უწოდებენ. იგი იმ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომელთაც წინარე დაავადება აღენიშნებათ ან სერიოზული გართულებების რისკი გააჩნიათ და ინტენსიურ თერაპიას გადიან.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია. როგორც გაერთიანებული ერების ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, ფარმაცევტული კომპანიები და მთავრობები ერთობლივად შეეცდებიან ფასების შემცირებას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. Roche-თან მოლაპარაკებებში სხვა სააგენტოებიც არიან ჩართულნი.
პრეპარატი პირველად იაპონიაში გამოიყენეს გასულ ივლისს, ხოლო გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია კი მას შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში, ინდოეთსა და ევროპის კავშირში უკვე მიენიჭა.
კომენტარები