SpaceX-მა თავისი პირველი, ისტორიული კერძო ტურისტული ფრენა შაბათს შეასრულა, ილონ მასკმა კი ჯო ბაიდენს იმისთვის დასცინა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ამ ამბის აღნიშნვა არც კი გახსენებია.

მასკის 60 მილიონი გამომწერიდან ერთ-ერთმა მას ტვიტერზე ჰკითხა — "ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არც კი შეუმჩნევია ფრენის შესახებ, რომელმაც ასობით მილიონი შეაგროვა ქველმოქმედებისთვის. რა თეორია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?"

მასკმა ამაზე მოკლედ უპასუხა — "მას ჯერ კიდევ ძინავს"

SpaceX-ის მისია, Inspiration4 წარმატებით დასრულდა და ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ეკიპაჟი დედამიწის ორბიტიდან ხმელეთზე წარმატებით გუშინ დაეშვა. მათ კოსმოსში სამი დღე გაატარეს. მისია პირველი ტურისტული ფრენა იყო და მას ამავდროულად საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა. მისიის მიზანი 200 მილიონი დოლარის შეგროვება იყო, რომელიც სრულად გადაერიცხებოდა წმინდა იუდას საბავშვო კვლევით ჰოსპიტალს.

მისიით 160 მილიონი დოლარი შეგროვდა, 50 მილიონი დოლარი კი ილონ მასკმა გაიღო, რითაც ჯამში 210 მილიონი დოლარის შეგროვება მოხერხდა.