ეს არის ცარიელი ტყუილი — კობახიძე ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირებაზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, მასსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე. მან სამ ტელევიზიას — ფორმულად, TV პირველსა და მთავარს "სიცრუის პროპაგანდის წყარო" უწოდა და ამტკიცებს, რომ ეს "ტყუილი" მათი გავრცელებულია.
"ეს არ არის მოსაზრება, ეს არის ტყუილი. ცარიელი ტყუილია. ეს ტელევიზია ფორმულამ დაიწყო, გააგრძელა TV პირველმა, გაავრცელა მთავარმა. ანუ, სამი ტელევიზიაა და სამივე ტყუილს ავრცელებს და თქვენც [პალიტრანიუსი] აგრძელებთ ახლა ამ თემას დ აარის ცარიელი ტყუილი და ცარიელი სპეკულაცია. ეს არის ისეთი ტელევიზიების მიერ მოგონილი ტყუილი — ფორმულა, TV პირველი, მთავარი არხი — სამივე სიცრუის პროპაგანდის წყარო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ამ დროს არის კატასტროფული პრობლემები ჩვენს ოპონენტ პარტიებში. ყველამ იცის, აბსოლუტურად ყველამ როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა, მაგალითად, სააკაშვილსა და მელიას შორის, მერაბიშვილსა და მელიას შორის და ა.შ. იქ არის დაჯგუფებები, [რომლებიც] ერთმანეთს ვერ იტანენ. საჯაროდაც ჩანს, ჩვენც ვხედავთ ხოლმე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაგალითად, როდესაც ვიღაცები აწყობენ დესტრუქციას, ვიღაცები ამაში არ მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობიდან და იქ ძალიან მარტივად იკვეთება ხაზები, რომელიც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამას აქვს რეალური საფუძველი. ერთმანეთს ჭამენ ოპოზიციაში. ამიტომ არიან აბსოლუტურად არეული", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი კობახიძე მედიასთან ფაქტობრივად არ გამოჩენილა. ამის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს წარადგენს და აქტიურად აკეთებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საკითხზე. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დისკუსიის დაწყებისა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ოცნების ლიდერები მედიას თავს ესხმიან. 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დაწყებულ პროტესტს, რომლის დროსაც მედიის 53 ჟურნალისტი დაშავდა, მმართველი პარტიის ლიდერებმა ბოიკოტით უპასუხეს და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ პასუხობდნენ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები