მალე ველოდებით Sinopharm-ის 100 ათას დოზას — გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Sinopharm-ის მარაგები მალე შეივსება და ქვეყანა 100 ათასამდე დოზას მიიღებს. გამყრელიძე განმარტავს, რომ Sinopharm-ის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დროებით შეიზღუდა რადგან ელოდებიან შემდეგ პარტიას და ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ და მხოლოდ პირველი დოზის დაჯავშნას — ხოლო მათ, ვისაც დღემდე დაჯავშნილი აქვს ამ ვაქცინის პირველი დოზა, ან სჭირდებათ მეორე დოზის გაკეთება, პრობლემა არ შეექმნებათ.
"ქვეყანამ იყიდა სინოფარმის 600 ათასი დოზა. ეს საკმარისია 300 ათასი ადამიანის ორჯერადად აცრისთვის, ამიტომ გადადებულია ეს 300 000 დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება ან უნდა აიცრას, შენახულია ყველასთვის. პირველ აცრაზე ავედით სადღაც 260-270 ათასზე და პლუს კიდევ ვისაც დაჯავშნილი აქვს. ამიტომ, რაღაც გაუგებრობა რომ არ მოხდეს, სანამ მეორე პარტია [არ ჩამოვა] და ველოდებით მალე 100 000 დამატებით დოზას Sinopharm-ის.
მანამდე მინდა განვმარტო — მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება, მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, ან შეუძლია ჯავშნის გარეშე მივიდეს და აიცრება", — განაცხადა მან.
ასევე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სხვა ვაქცინებიც და მსურველებს შეუძლიათ აიცრან.
"ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, იგივე დამცველობითი უნარი აქვს Sinovac-ს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 ათასამდეა Sinovac-ზე აცრა. ასევე, რა თქმა უნდა Pfizer, რომელიც გვაქვს სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით 400 ათასი დოზა Pfizer-ს, ანუ ის მილიონი რაც გვაქვს ნაყიდი, იქიდან თითქმის უკვე სულ შემოვა. ამიტომ ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა Pfizer-ით. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე აცრებისთვის და პირველი აცრებისთვის, ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია, რომ სადღაც 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ Pfizer-ით", — განცახადა მან.
ამ თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც და აღნიშნა, რომ ყველა ვაქცინის მოხმარება თანაბრად უნდა მოხდეს:
"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით სხვა ალტერნატიული ვაქცინებიც და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ვაქცინის თანაბარი მოხმარება მოხდეს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატება, თუმცა ამ ეტაპისთვის მოქალაქეებს აქვთ ალტერნატიული, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინები, თუნდაც სინოვაკი და მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ამ ვაქცინაზე".
25 აგვისტოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დამატებით 2 მილიონი დოზა ფაიზერის შემოტანაზე მუშაობენ.
27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585, ხოლო გარდაიცვალა — 73 ადამიანი. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 473 502, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 101 ადამიანი.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები