10 ვარსკვლავური წყვილი, რომლებზეც ვერ იფიქრებდი, რომ მეგობრები იყვნენ
ფოტო: Eminem / Twitter
ცხოვრების ბევრ ეტაპზე მეგობრობა გზისა და ხიდის როლს ნამდვილად ასრულებს, მაგრამ როგორც ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ ფეისბუქის თქვენს კედელზე, კარგი მეგობარი ახლა სანთლით საძებარია. ცოტა უფრო დიდი სანთელი დაგჭირდებათ, თუკი შოუბიზნესში ხართ და ამავე სივრცეში ეძებთ ტოლს და სწორს. თუმცა, ცოტაოდენი მონდომება, რამდენიმე წვეულებაზე მისვლა და ერთგულ მეგობარს იპოვით, რომელიც პაპარაცებს, ინსტაგრამზე აფეთქებულ შეტყობინებებს და სიმდიდრეს თქვენთან ერთად გაუმკლავდება.
აი, მაგალითად, როგორც...
1. ჰარი სტაილსი და ლიზო
ფოტო: Kevin Mazur / Getty Images for Pandora
2019 წელს One Direction-ის ვარსკვლავმა ლიზოს სიმღერის, Juice-ის ქავერი ჩაწერა. ერთი თვის შემდეგ, მათ უკვე ერთად იმღერეს Super Bowl-ის კონცერტზე მაიამიში. 2021 წლის მარტში კი ისინი უკვე გრემის დაჯილდოებაზეც ერთად გამოჩნდნენ.
2. ედ შირანი და კორტნი კოქსი
ფოტო: Getty Images
ერთი შეხედვით, 30 წლის ბრიტანელ მუსიკოსსა და 57 წლის ამერიკელ მსახიობს ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეთ საერთო, თუმცა, შირანი და კოქსი მაინც ახლო მეგობრები არიან. ჯეიმს კორდენის შოუში შირანმა თქვა, რომ კოქსი თავისმა მეგობარმა გააცნო, როცა იგი მსახიობის სახლში მოწყობილ წვეულებაზე დაპატიჟა.
"მან მითხრა, როცა კი დარჩენა მოგინდეს, შემატყობინეო. მას შემდეგ, ყოველთვის, როცა ლოს-ანჯელესში ვბრუნდებოდი, იქ ვრჩებოდი".
3. კრის ჯენერი და ჯენიფერ ლოურენსი
ფოტო: krisjenner / Instagram
კრის ჯენერი, რომელიც ძალიან დაკავებული მენეჯერი და ექვსი ერთიმეორეზე წარმატებული შვილის დედაა, ზოგჯერ გართობისთვისაც იცლის. გართობისათვის კი ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსზე უკეთესს ვის ნახავდა?! ჯენერის თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ლოურენსი "გოგოების საღამოზე" მიიწვია.
"მას ცოტა ხნით ეცალა, ამიტომ სადილად მოვიწვიე. რამდენიმე კოქტეილი დავლიეთ და კარგად ვიმხიარულეთ", — იხსენებს ჯენერი, — "მერე კი, როგორც მაშინ ხდება ხოლმე, როცა გოგოები ერთად იკრიბებიან, ჩემს კარადაში აღმოვჩნდით; ტანსაცმელს ვათვალიერებდით, შემდეგ მან რამდენიმე მოისინჯა".
4. მერილ სტრიპი და 50 Cent
ფოტო: James Devaney / GC Images
ლეგენდარული მსახიობი და ასეთივე ლეგენდარული რეპერი არა მხოლოდ შესანიშნავი მეგობრები არიან, წარმოუდგენლად საყვარელი გაცნობის ისტორიაც აქვთ. ჯიმი კიმელთან 50 Cent-მა გაიხსენა, რომ 2014 წელს იგი სტრიპის გვერდით იჯდა კალათბურთის მატჩზე. ეს პირველი თამაში იყო, რომელსაც მერილი ესწრებოდა, ამიტომ რეპერს მისთვის ყველაფრის ახსნა მოუწია.
5. კეტი პერი და ნილ დეგრას ტაისონი
ფოტო: neiltyson / Twitter
ვის მეგობრობას არ წარმოვიდგენდით, თუმცა, პოპვარსკვლავსა და ასტროფიზიკოსს შორის ახლო ურთიერთობამ 2017 წელს ყველა გააოცა. ამ წელს პერი დეგრას ტაისონიმა თავის გადაცემაში, StarTalk-ში მიიწვია, სადაც უცხოპლანეტელებიდან კოსმოსურ მოგზაურობამდე ყველაფერზე ისაუბრეს. მომღერალმა მეცნიერს უამრავი შეკითხვა დაუსვა მეცნიერებაზე, მათემატიკასა და სამყაროზე და მართალია, ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდნენ, საერთო მაინც იმაზე მეტი აღმოაჩნდათ, ვიდრე ეგონათ.
6. კიმ კარდაშიანი და სერენა უილიამსი
ფოტო: Getty Images
კარდაშიანისა და უილიამსის გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როცა კიმი სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პირად ასისტენტად მუშაობდა. თანამშრომლობის შემდეგ ისინი მეგობრებად დარჩნენ, კარდაშიანს კი ყოფილი უფროსის მოსაგონრად კარგის მეტი არაფერი დარჩა.
"ერთხელ მახსოვს, სან-ფრანცისკოში საქველმოქმედო ღონისძიებამდე ვვახშმობდით. სერენამ, ობამამ და კანიემ იმღერეს. საოცრება იყო", — იხსენებს კიმი, — "იგი საკუთარ თავს ხშირად ჩუქნის ასეთ მომენტებს — ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა მისთვის. სერენა ის გოგოა, რომელსაც შეგიძლია დაურეკო და ყველაფერს მოუყვე. შენთვის ყოველთვის მოიცლის, თუმცა, არასდროს განგსჯის. ჰო, და კიდევ საიდუმლოს შენახვა იცის".
7. ელტონ ჯონი და ემინემი
ფოტო: Dave Hogan / Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით ორ ძალიან ცნობილ მუსიკოსს საერთო არაფერი აქვს, მათი გზები მაინც გადაიკვეთა 2001 წლის გრემის დაჯილდოებაზე და ისინი ისე დამეგობრდნენ, რომ ემინემი ნარკოტიკულ საშუალებებზე უარის თქმაში დახმარებასაც კი ჯონს უმადლის.
"როცა პირველად მომინდა, რომ ფხიზელი ვყოფილიყავი, ელტონს დავურეკე და ამაზე ველაპარაკე", — იხსენებს ემინემი, — "ის ამ საქმესა და ცხოვრების მსგავს წესში ჩახედულია და იცის, რამდენად შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს. მას კარგად ესმის ის წნეხი და ნებისმიერი მიზეზიც, რის გამოც ნარკოტიკებს შეიძლება გაეკარო".
8. ჯენიფერ ენისტონი და სელენა გომესი
ფოტო: Ari Perilstein / Getty Images for Cinelou
ესეც კიდევ ერთი მეგობრობა, რომელშიც დიდი ასაკობრივი სხვაობაა — მთელი 33 წელი. ამის მიუხედავად, ენისტონსა და გომესს ერთმანეთთან მაინც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. გზების გადაკვეთის მიზეზი კი ალინ კეშიშიანია, რომელიც ორივე მათგანის მენეჯერია.
"პატარა ანგელოზია, რომელზე ზრუნვაც მინდება", — განაცხადა ენისტონმა გომესზე საუბრისას, — "იგი ყოველთვის საოცარი იყო და მხარს მიჭერდა".
9. პიტბული და ჯონ ტრავოლტა
ფოტო: Kathy Hutchins / Shutterstock
ისინი დიდი ხანია, უკვე ისე მეგობრობენ, რომ ტრავოლტა მუსიკოსის ვიდეოკლიპებსა და სცენებზეც გამოჩნდა და პიტბულზე ჰოლივუდში საკუთარი ხელის ანაბეჭდის დატოვებისას სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა.
"არმანდოს ერთხელ ვუთხარი, რომ ცხოვრების ბოლომდე მასთან მსურდა მეგობრობა", — აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას, — "თუმცა, ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ აქ ერთად ვიქნებოდით უკვდავყოფილები".
10. მართა სტიუარტი და სნუპ დოგი
ფოტო: Jason LaVeris / FilmMagic
როცა სტიუარტისა და სნუპ დოგის ერთობლივი კულინარიული შოუ დაანონსდა, ბევრს გაუკვირდა, თუმცა, სიმართლე ითქვას, გასაოცარი არც არაფერი იყო. რეპერი და ანტრეპრენერი ერთმანეთს პირველად 2009 წელს შეხვდნენ, როცა სნუპ დოგი სტიუარტის გადაცემაში იყო მიწვეული. რამდენიმე წლის შემდეგ მათ უკვე ერთობლივი საქმე დაიწყეს და კიდევ უფრო დაახლოვდნენ.
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
კომენტარები