როგორც უკვე იცით, სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონში ტრადიციული ათი სერიის ნაცვლად 7 სერია იქნება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია.

როგორც სერიალის შემქმნელებმა განაცხადეს, ფინალურ, მერვე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ექვსი სერია იქნება.

დეივიდ ბენიოფი და დენ უეისი ამბობენ, რომ ფინალური სეზონის წერა უკვე დაწყებულია.

"ყველაფერი შთამბეჭდავად მიდის. სცენარის ავტორები, დევიდ ფილი და ბრაიან კოგმანი ერთმანეთს სცენების დაწერაში ეცილებიან. ყველამ ვიცით, რომ ამით დიდი ისტორია დასრულდება და ეს არის უკანასკნელი შანსი, რომ შოუსთვის რაიმე ღირებული გავაკეთოთ"-ამბობს სერიალის პროდიუსერი.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მეშვიდე სეზონში გამოჩნდება ინგლისელი მუსიკოსი ედ შირანი.

სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის პრემიერა HBO-ზე 16 ივლისს შედგება.