კორეელ მკვლევართა გუნდმა აქტიური კამუფლაჟური მოწყობილობა შექმნა, რომელსაც რეალურ დროში შეუძლია ავტომატურად შეეხამოს გარემოს. ის ჯერჯერობით საწყის სტადიაზე იმყოფება.

სამშაბათს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, მოქნილი ტექნოლოგია, რომელიც შეფერილობის იმიტაციას ახდენს, საკმაოდ მტკიცე და მგრძნობიარეა იმისათვის, რომ სუსტ რობოტს გარემოსთან შეხამებაში დაეხმაროს ისე, როგორც ნამდვილი ქამელეონი გააკეთებდა ამას. სისტემის მუშაობის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა ქამელეონისებრი ბოტის ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელსაც სასაცილო თვალები აქვს და სხვადასხვა მონოქრომულ ზედაპირზე მონაცვლეობისას ფერს ჯერ წითლიდან ლურჯამდე, შემდეგ კი ლურჯიდან მწვანემდე იცვლის.

Inverse-ის მოხსენებით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია დღესდეობით ჯერაც საწყის ეტაპზეა, მაინც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია კამუფლაჟის კვლევაში.

ეს აქტიური კამუფლაჟის შექმნის პირველი მცდელობა არაა, რომელსაც ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტმა სხვა სისტემებისაგან განსხვავებული მიდგომა შეარჩია. აქამდე ხშირად ცდილობენ, ზედაპირი რაც შეიძლება მეტი ფერადი პიქსელით გაევსოთ — რაღაც, რასაც მკვლევრები ტექნოლოგიური თვალსაზრისით "განსაკუთრებით რთულს" უწოდებენ ნაშრომში.

Inverse-ი აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, მასალა, რომელიც ფერს იცვლის — და პატარა ქამელეონ-ბოტი — ცვლად ფერებიანი დისპლეის ერთმანეთზე დაწყობილი შრეებისგანაა დამზადებული, რომელიც გარემოს ფერების დაფიქსირებისა და დემონსტრაციისათვის ნანოტექნოლოგიურ სენსორებს იყენებს.

გარემოს ფერთა შეგრძნების შემდეგ რობოტს შეუძლია სითბოს გამოყენებით კანის ფერი შეიცვალოს.

ფოტო: Seung Hwan Ko

იმის გათვალისწინებით, რომ აქტიური კამუფლაჟი სამხედრო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ნამდვილი სამხედრო კვლევისათვისაც ფუჭ ოცნებას წარმოადგენდა, დიდი სიურპრიზი ნამდვილად არაა, რომ კამუფლაჟის სამხედრო მიზნებით გამოყენებაზე უკვე ფიქრობენ.

"პირველი გამოყენება სამხედრო იქნება, როგორიცაა მფარავი სამხედრო-ინფორმაციული რობოტები ან აქტიურად შენიღბვადი სამხედრო უნიფორმები", — განაცხადეს კვლევის უფროსმა ავტორმა სეუნგ ჰვან კომ და სეულის ეროვნულმა უნივერსიტეტმა Inverse-თან საუბრისას.

ამასთან ერთად, კო მომავალ მსოფლიოს წარმოიდგენს, სადაც ცვლად ფერებიანი სამოსის შეძენას შევძლებდით, რომელიც "ფერებსა და მოხატულობას გემოვნებასა თუ გარემოზე დაყრნობით შეიცვლიდა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.