სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესზე საჯარო ინფორმაციის მისაღებად სასამართლოს მიმართავს
ფოტო: EMC
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესისპროექტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტის ირგვლივ არსებული უამრავი შეკითხვის პარალელურად, სახელმწიფო დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას აგრძელებს.
ცენტრის შეფასებით, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს სასამართლოში ასაჩივრებს. ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ჩაინიშნა. ჩვენმა ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით უშუალოდ ამ უწყებებს უკვე მიმართა, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ამჯერად, სასამართლოს ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად მიმართავენ, როგორიცაა ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ინფორმაცია იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად გამოცხადებული იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესის შესახებ და სხვ.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნის მოპოვებას ჟურნალისტებიც ცდილობდნენ, უშედეგო აღმოჩნდა და ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დახურულია. ორგანიზაციის განცხადებით, არსებობს ყველა საფუძველი ვარაუდისა, რომ სამინისტროს დასკვნა ან საერთოდ არ არსებობს, ან პროექტის მიმართ კრიტიკულია.
"ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ცალსახა უკანონობასთან: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელი იყო ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ხელმოწერა ფინანსთა სამინისტროს დადებითი დასკვნის გარეშე. შესაბამისად, ამ დოკუმენტის ამ დრომდე გაუსაჯაროებლობა აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ნამახვანი ჰესის პროექტის მიმართ, იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, კრიტიკული იყო და რომ ხელშეკრულების ხელმოწერა კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით მოხდა, რაც მის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს", — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს, ორგანიზაციის განცხადებით, გასულ თვეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ეს დოკუმენტი ნამახვანი ჰესის პროექტზე არ მომზადებულა, რითაც უხეშად დაირღვა კანონის მოთხოვნები.
მათი შეფასებით, ამ დოკუმენტის არარსებობასთან დაკავშირებულ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ნამახვანჰესის პროექტის ხარჯთსარგებლიანობის შესახებ უკვე თვეებია მალავს.
ორგანიზაცია განცხადებაში საუბრობს იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად გამოცხადებული იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესის შესახებ ინფორმაციაზე.
"როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევის მიზნით, რომელმაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს. ჩვენი შეფასებით, აზრს მოკლებულია სამინისტროს გადაწყვეტილება, შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესაფასებლად, მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული შერჩევის პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების პირდაპირი დარღვევით. კერძოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საჯარო ინფორმაციის მოპოვების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიმართა და შერჩევის პროცესის ცალკეული ასპექტების განმარტება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
მათი შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს გაუმჭვირვალობა და შერჩევის პროცესის საეჭვო ვითარებაში წარმართვა ძირს უთხრის პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას და აღრმავებს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას ცდილობს კერძო კომპანიისგან, რომელსაც დახურულ კარს მიღმა და უკანონო პროცესის შედეგად შეარჩევს.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უწყებები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას საზოგადოებისგან მალავენ. თავად ნამახვანჰესის ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის მხოლოდ მისი გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ძალისხმევით გახდა ცნობილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მაისში ჩვენი ორგანიზაცია სასამართლოს გზით ითხოვდა, გასაჯაროებულიყო იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელსაც სამინისტრო უკანონოდ მალავდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც მთის ამბების ძალისხმევით გამჟღავნდა, ნამახვანის ხელშეკრულების მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფისკალური რისკების მართვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას, გაიაზროს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, გააკეთოს განმარტებები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და გაამხილოს, როგორი იყო მისი პოზიცია ნამახვანჰესის პროექტზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები