სჯობდა მაშინ გაეკეთებინა განცხადება, როცა ქართული ოცნება შეთანხმებას არღვევდა — უდუმაშვილი ზურაბიშვილზე
ფოტო: ანი ხოშტარია / On.ge
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სჯობდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს განცხადება მაშინ გაეკეთებინა, როცა მიშელის შეთანხმება ირღვეოდა და არა მაშინ, როცა ქართულმა ოცნებამ იგი ანულირებულად გამოაცხადა. ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ენმ-ს კრიტიკასაც დოკუმენტზე ხელმოწერის გამო და განაცხადა, რომ მან კარგად იცის, რატომ არ მოაწერა ხელი პარტიამ შეთანხმებას.
"სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ამ განცხადებას ხელი. ამ განცხადებას სჯობდა, თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, როდესაც ქართული ოცნება უკვე შეთანხმებულ დოკუმენტს არღვევდა იმ კანონპროექტებით, რომელსაც იღებდა. მე ვგულისხმობ, ამნისტიის შესახებ კანონს, მართლმსაჯულების რეფორმას — არცერთი განცხადება ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან ამ პერიოდში არ მოგვისმენია, პრაქტიკულად, როდესაც ირღვეოდა ეს დოკუმენტი.
საბოლოო ჯამში, მან გააკეთა ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდია დღეს წნეხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების", — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი მიშელის შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსების ნაწილს შეხვდა, გუშინ, 3 აგვისტოს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ვერც დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე და ვერც მის ანულირებაზე. ზურაბიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ქართული ოცნების არგუმენტებს, რითაც ხსნიან დოკუმენტის ანულირება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა უცხოეთისგან პატივისცემას ვითხოვთ, თავადაც უნდა ვიმსახურებდეთ პატივისცემას, ამისთვის კი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ.
გაიგე მეტი:
- ჯაფარიძის თქმით, მიშელის შეთანხმების ანულირების შეფასებისას პრეზიდენტს "ზედმეტად დიპლომატიური ენა" ჰქონდა
- ზარქუა ზურაბიშვილს განცხადებას უწუნებს და ფიქრობს, "რადიკალურ ოპოზიციაზე მეტი აქცენტი არ აწყენდა"
- ვოლსკის ზურაბიშვილის განცხადებაში ბალანსი არ მოსწონს
- სარჯველაძის აზრით, ზურაბიშვილის კრიტიკული შეფასებები კრიტიკას იმსახურებს
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები