კახეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი სახლში დღეს, 4 აგვისტოს დაბრუნდა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, თუმცა უწყებაში ჯერ არ იციან, სად იმყოფებოდა მოზარდი.

მოზარდს პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა 4 დღის განმავლობაში ეძებდა.