ბოლო წლებია, ხანძრები და მათი დამანგრეველი შედეგები ახალი ამბების წინა ფრონტზე დამკვიდრნენ. ხანძრები ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მეცნიერები შფოთავენ ბოლოდროინდელ ხანძრებზე, რომლებიც უფრო ხშრად ხდება, უფრო ვრცელ არეალს ედება და უფრო გამანადგურებელ სახეს იღებს.

2020 წლის პირველ რამდენიმე საათში უკონტროლო ხანძარი ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში მდებარე სოფელ კობარგოს მოედო. რამდენიმე საათში ხანძარი მთავარ ქუჩებზეც შეიჭრა და უკან ნანგრევები მოიტოვა.

გადამწვარი სოფელი ეგრედ წოდებული "ავსტრალიის შავი ზაფხულის" დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მოვლენამ 34 ადამიანი და მილიარდობით ცხოველი მოკლა და 18.6 მილიონი ჰექტარი გადაწვა.

ახალი წლის ხანძრის შედეგები სოფელ კობარგოში. ავსტრალია, 2020 წელი

ახალი წლის ხანძრის შედეგები სოფელ კობარგოში. ავსტრალია, 2020 წელი

ფოტო: Google Maps/Twitter

ყოველ ზაფხულს, მსოფლიოს ნაწილებს ხანძარი იპყრობს, რომლის ალებიც მტაცებელდადევნებული ცხოველივით სწრაფად წინ მიიწევენ და ყველაფერზე რაც კი გზაზე შეხვდებათ, თავიანთ კვალს ტოვებენ.

ამ სიჩქარით პროგრესირებადი ხანძრების შეჩერება და მათ გზად სახლებისა და ბუნების დაცვა მეხანძრეებისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება.

ცეცხლი როგორც ბუნების მეგობარი

თუმცა, ის ფაქტიც ყურადღებას იმსახურებს, რომ ხანძარი მრავალი ეკოსისტემის ბუნებრივი ციკლის აუცილებელი ელემენტია. ბუნებრივი ცეცხლის გარეშე ბევრი სახეობა, რომელიც ასეთ პიროებში ხარობს, ვერ იარსებებდა.

მართლა არსებობს ხის სახეობები, რომლებსაც ყლორტების გამოსასხამად და ტყეების შესაქმნელად ცეცხლი სჭირდებათ.

მაგალითად, ევკალიპტის ერთ-ერთ სახეობის ხეს გუმფისით დაცული (ამ ფენის შიგნით მოთავსებული) თესლები აქვს. აუცილებელია კვირტები ცეცხლში მოხვდეს, რათა გუმფისი გადნეს და მასში დამალული თესლი გამოჩნდეს. ასევე არსებობენ ხეები სპეციალურად სქელი ზროებით, რომლებიც ცეცხლისგან იცავენ მერქნის იმ ფენას, რომელშიც წყალი და საკვები მთელ ხეში გადაადგილდება.

ხანძრების გარეშე, ხეების ის სახეობები, რომლებიც ადაპტირდნენ "ხანძრის ეკოლოგიასთან" და ხანძარზე სააერსებოდ დამოკიდებულნი არიან, ძლივს ანდა საერთოდ ვერ გადარჩებოდნენ. ეს საფრთხეს შეუქმნიდა ცხოველების სახეობებს, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ეს ხეები.

ხანძრები ახლა და მომავალში

თუმცა, ის ხანძრები, რომლებიც წინათ ბუნებას გადარჩენაში ხელს უწყობენ, ზედმეტად ხშირი და მძლავრი ხასიათის გახდნენ.

გადამწვარ ტყეებში, ცხოველებს  საკვების და თავშესაფრის პოვნა უჭირთ.

გადამწვარ ტყეებში, ცხოველებს საკვების და თავშესაფრის პოვნა უჭირთ.

ფოტო: GETTY IMAGES

აშშ-ს გლობალური ცვლილებების კვლევის პროგრამის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ველურ ბუნებაში ხანძრების აქტივობა უკიდურესად გაიზარდა.

ანგარიშში, ხანძრების გამწვავების მიზეზებად უფრო ცხელი და მშრალი პირობები, უფრო გრძელი ხანძრის სეზონი და გვალვები მოიხსენიეს.

კიდევ ერთ მიზეზად ახალი პარაზიტები და დაავადებები დასახელდა, რომლებიც ხეებს და მცენარეებს ანადგურებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მავნე მწერმა (Agrilus planipennis) აშშ-ში მილიონობით ხე გაახმო.

ხეების მსგავსი ხმობის შედეგი კი დიდი რაოდენობით დაგროვილი გამხმარი და მშრალი ხეა, რომელიც ხანძრებს კვებავს (ფაქტობრივად შეშად იქცევა) და მათ გავრცელების საშუალებას აძლევს.

მეოთხე შეფასების ანგარიშში, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელი იუწყება, რომ "ისეთი მოვლენები როგორიც ხანძარი და მავნე მწერების გავრცელებაა უფრო ხშირდება და ცხელ მომავალში, მშრალი ნიადაგის და გრძელი სეზონების პირობებში კიდევ უფრო გამწვავდება."

ანგარიშის თანახმად, "უფრო მაღალი ზაფხულის ტემპერატურები წლიურად ხანძრების რისკს 10-30%-ით გაზრდის."

იმის მიუხედავად, რომ ხანძრების მიზეზი მეხიცაა, მათ უმეტესობას ადამიანები იწვევენ — განზრახ თუ განუზრახველად.

მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა მივიღოთ ზომები რათა ადგილობრივი დასახლებები ხანძრების ზიანისგან მაქსიმალურად დავიცვათ. პირველ რიგში კი ადამიანებისთვის განათლების მიცემაა აუცილებელი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათ ხანძრების რისკები შეამცირონ და იმისთვის, რომ უშუალოდ თვითონ არ გახდნენ ხანძრის გაჩენის მიზეზები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.