თევზები კოსმოსში — ფრანგი მეცნიერები ასტრონავტების საკვების გამრავალფეროვნებაზე ფიქრობენ
ფოტო: theonion
კოსმოსში პომიდორი, სალათის ფურცლები და კარტოფილი უკვე მოჰყავთ. შესაბამისად, მეცნიერები ახლა იქ თევზების მოშენებაზე ფიქრობენ. ამ ყველაფერზე Lunar Hatch პროექტი იზრუნებს.
ამბიციური პროექტის ფარგლებში მეცნიერებს თევზების (ლავრაკი) მთვარისა და მარსის სამომავლო მისიებისთვის მოშენება უნდათ. თევზი მნიშვნელოვანი საკვები იქნება მომავალი ასტრონავტებისთვის.
პროექტს დოქტორი სირილ პრშიბილა ხელმძღვანელობს. ის საზღვაო ბიოლოგიის მეცნიერია საფრანგეთის ოკეანის კვლევის ეროვნული ინსტიტუტიდან.
წარმატებული ტესტირება
პალავას-ლე-ფლოს მახლობლად (ფრანგული სამეცნიერო ობიექტი) ერთი შეხედვით ჩვეულებრივ აკვარიუმში, ლავრაკი მოაშენეს. სწორედ ამ თევზების შთამომავლობას გაუშვებენ კოსმოსში.
თევზი ასტრონავტებისთვის ცილების, B ვიტამინისა და ომეგა-3-ის იდეალური წყარო იქნება. ამისთვის მეცნიერები კოსმოსში თევზების ქვირითებს გაუშვებენ.
თევზები საბოლოოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდებიან. ამის შემდეგ მათ გამოსაკვლევად კვლავ დედამიწაზე დააბრუნებენ.
2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ლავრაკის ქვირითს უწონადობისთვის გაძლება შეუძლია.
მონპელიეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუსული "სოიუზის" რაკეტის მძლავრი ძრავის სიმულირებაც მოახდინეს, რითაც დაამტკიცეს, რომ ვიბრაციები ქვირითის განვითარებას ხელს არ შეუშლიდა. მათ თევზებზე კოსმოსური გამოსხივების გავლენაც შეისწავლეს.
წყლის საჭიროება
მიმდინარე გეგმის მიხედვით, Lunar Hatch იქნება რადიაციისგან დაცული განყოფილებისგან შემდგარი სტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია აკვაკულტურის სხვადასხვა ფუნქციისთვის, მათ შორის — ნარჩენი წყლების მართვისთვის.
Lunar Hatch-ის დახურული სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თევზის აკვარიუმებში მთვარის პოლარული ყინულიდან მოპოვებული წყლის გამოყენებაა. თევზის გასაზრდელად საჭირო იქნება წყლის მთლიანად გადამუშავდება.
მთლიანობაში, კოსმოსურ აკვარიუმებში 200-მდე თევზი იქნება.
ის, თუ ზუსტად როდის გაგზავნიან ქვირითებს კოსმოსში უცნობია, მაგრამ მკვლევრების თქმით, ეს ახლო მომავალში მოხდება.
კომენტარები