ცოტა ხნის წინ ბობ ოდენკირკი Better Call Saul-ის გადაღებებზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბობ ოდენკირკის ჯანმრთელობით საზოგადოების შეშფოთებას საკულტო სერიალ Breaking Bad-ის მთავარი როლების შემსრულებლები — ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლიც იზიარებენ. ისინი ბობს, რომელიც Breaking Bad-ში მათთან ერთად თამაშობდა, სოციალური ქსელებით ამხნევებენ და საუკეთესო სურვილებს უგზავნიან.

“დღეს გაღვიძებისას ისეთი ამბავი გავიგე, რომ მთელი დილაა ვშფოთავ. ჩემი მეგობარი ბობ ოდენკირკი გასულ ღამით Better Call Saul-ის გადაღებისას შეუძლოდ გახდა. ის ახლა ალბუკერკეს საავადმყოფოშია და სამედიცინო დახმარებას იღებს, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის. გთხოვთ, გამოყავით ცოტაოდენი დრო მასზე საფიქრებლად და თქვენი პოზიტიური ფიქრები და ლოცვა გაუგზავნეთ. მადლობა.”, - წერს კრენსტონი ინსტაგრამზე.

აარონ პაულმა ინსტაგრამზე გამომწერებს ბობის ფოტო შემდეგი წარწერით გაუზიარა: მიყვარხარ, ჩემო მეგობარო”.

საბედნიეროდ, ბობ ოდენკირკის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია, მომხდარ შემთხვევას კი გულის პრობლემებს უკავშირებენ.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გულის პრობლემებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ბობი სტაბილურ მდგომარეობაშია. მას და მის ოჯახს უნდათ, რომ მადლობა გადაუხადონ შესანიშნავ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მას უვლიან, აგრეთვე, გადამღებ ჯგფუს, მსახიობებსა და პროდიუსერებს, რომლებიც მის გვერდით დარჩნენ. ოდენკირკები მადლობას უხდიან მათ კეთილისმსურველებს..." — ვკითხულობთ მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაში.

AMC ცნობილი სერიალის მეექვსე, ფინალურ სეზონს იღებს, რომელიც 2022 წელს გამოვა. ისევე როგორც Breaking Bad, ცნობილ ადვოკატზე გადაღებული პრიქველი, სჯობს დაურეკოთ სოლს, ალბუკერკეშია გადაღებული.

ჯიმი მაკგილის, იგივე სოლ გუდმანის როლისთვის, ბობ ოდენკირკს ემის 4 ნომინაცია აქვს მიღებული, თუმცა მას ჯილდო სხვა ნამუშევრებისთვის აქვს მიღებული.

ამავე თემაზე: