ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანულმა კოსმოსურმა კომპანიამ, MT Aerospace-მა შეიმუშავა განსაკუთრებული დიზაინის მქონე რაკეტის საწვავის ავზი, რომელიც ლითონის გარეშე, ძლიერი ნახშირბად-ბოჭკოვანი პლასტმასისგანაა დამზადებული. ავზს შეუძლია შეინახოს თხევადი წყალბადი და ჟანგბადი, გაჟონვის გარეშე.

ლითონის გარეშე ავზი ბევრად უფრო მსუბუქია და ასევე იაფიც. ESA-ზე დაყრდნობით, ავზი ნაკლებ ადგილს იკავებს და კარგი ალტერნატივაა. კოსმოსურ ხომალდზე ნებისმიერი გზითა და რაოდენობით შემცირებული წონა ნაკლები საწვავის მოხმარებას ნიშნავს, რასაც შემცირებულ ხარჯებთან ერთად ბუნების ნაკლებ დაბინძურებამდეც მივყავართ.

"ეს წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნახშირბადის გადამუშავების რთული და სპეციფიკური მეთოდი. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშავოთ ახალი ფუნქციები რაკეტისთვის, რადგან აქამდე ლითონის გამოყენებით ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო",— თქვა პროექტის მენეჯერმა, ქეით ანდერჰილმა.

რაკეტის ზედა ნაწილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმაღლეზე ასვლასა და კოსმოსური ბიძგებისთვის. ამ ზედა ნაწილის ალუმინის ჩანაცვლება პლასტმასით დამატებით 2 ტონა ტვირთისთვის გამოყოფს ადგილს, ESA-ს კოსმოსური ტრანსპორტირების დირექტორის, დენიელ ნოისშვანდერის თქმით.

"ლითონი გამჭვირვალეა, ნახშირბადის კომპოზიტით იგივე თვისებების შესაქმნელად პლასტმასში საჭიროა შავი ნახშირბადის რთული ბოჭკო და სპეციალური ფისი. ჩვენმა შექმნილმა მასალამ კრიოგენურ ტემპერატურას, წნევას და მთელ რიგ რეაქციულ ნივთიერებებს გაუძლო, ცალკეული ტესტირებების დროს", — განმარტა ანდერჰილმა.

ახალ ავზს გამოიყენებენ ESIAN-ის Phoebus-ის რაკეტის, Ariane 6-ის გაშვებისას, რომელსაც ექნება წყალბადისა და ჟანგბადის თითქმის 12 მეტრის სიგანის ავზი. რაკეტის შემოწმებას 2023 წელს გეგმავენ.

ფოტო: Ariane

ეს კომპანია არაა ერთადერთი, ვინც კოსმოსში გასაშვები მოწყობილობების შექმნას არასტანდარტული მასალებით ცდილობს. მაგალითად, ფინელმა ინჟინრებმა უკვე ააშენეს და გამოსცადეს ხის თანამგზავრების პროტოტიპი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.