ტესლა ჩიპების გლობალურ დეფიციტთან გასამკლავებლად თავისი ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფას ცვლის — ამის შესახებ ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ორშაბათს, საფინანსო მოხსენებისას ისაუბრა.

ავტოინდუსტრია ახალი მანქანების შექმნისას აწყდება დეტალების დეფიციტს, ქარხნების გაუქმებას, შეფერხებებს და მაღალ ფასებს.

"ჩენ პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებით შეგვიძლია ჩიპების ალტერნატიული საშუალებებით ჩანაცვლება", — თქვა ილონ მასკმა. "რადგანაც, ამაში მხოლოდ ჩიპის შეცვლის იდეა არაა; თქვენ ასევე მოგიწევთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაც."

ეს მიდგომა Tesla-ს დაეხმარა პროდუქციის მაღალი დონის შენარჩუნებაში, კომპანია აცხადებს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპანიამ 200 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა. Tesla-ს კვარტალში $1.1 მილიარდის მოგება და $11.9 მილიარდის შემოსავალი ჰქონდა.

რა თქმა უნდა, არამარტო Tesla-ზე იმოქმედა გლობალურმა ცვლილებამ. ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანიები გრძნობენ, რომ ჩიპების დეფიციტის გამო წარმოების შეზღუდვა მოუწევთ. ამ კვირის განმავლობაში Daimler-მა და BMW-მ განაცხადეს, რომ ჩიპების მცირე რაოდენობამ გამოიწვია ზოგიერთი ხაზის გაუქმება, რაც კომპანიას დააზარალებს და მათ წარმოებას რამდენიმე ათასით შეამცირებს.

"ჩიპების გლობალური დეფიციტი რჩება საკმაოდ სერიოზულ პრობლემად"

მასკი აცხადებს, რომ Tesla-ს განვითარება დამოკიდებული იქნება სწრაფ რეზოლუციაზე მსოფლიოში ნახევარგამტართა დეფიციტთან დაკავშირებით. "ჩიპების გლობალური დეფიციტი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა", — აცხადებს ის. "წლის დასასრულისთვის, ჩვენს ზრდის ტემპს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის შენელებული ტემპი", — რომელიც განსაზღვრავს Tesla-ს მანქანებში ჩიპების გამოყენების ფართო არჩევანის ცვლილებას.

ფოტო: The Verge

Tesla ჩიპებს ანდობს ყველაფრის უზრუნველყოფას, აირბაგის და მოდულების ჩათვლით, რომლებიც აკონტროლებენ ღვედებს — რაც ნიშნავს იმას, რომ ტესლას არ აქვს საკმარისი ავტმობილების დაცვისთვის განკუთვნილი დეტალები. "ამ კვარტალში დიდი ძალისხმევა დასჭირდა მოდულს, რომელიც აკონტროლებს აირბაგებს და ღვედებს”, — ამბობს მასკი. "და ცხადია მათ გარეშე მანქანას ვერ ააწყობ."

მასკმა საეჭვო ფრაზები გააჟღერა მომავალთან დაკავშირებით. "ჩანს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ არ მიდის", — თქვა მან და დასძინა — "მაგრამ რთულია წინასწარ განსაზღვრო".