დაბინძურების გამო არგენტინაში ტბამ ვარდისფერი შეფერილობა მიიღო — ვიდეო
Agence France-Presse-ის განცხადებით, არგენტინას სამხრეთ პატაგონიის რეგიონში მდებარე ლაგუნამ კაშკაშა ვარდისფერი შეფერილობა მიიღო, რაც ახლომდებარე ქარხნიდან ქიმიური ნივთიერებების გადმოტვირთვის შედეგია.
AFP-ზე დაყრდნობით, ახლომახლო ტრელევის სამრეწველი პარკი ნატრიუმის სულფიტს იყენებს, ანტიბაქტერიულ საშუალებას, რათა საექსპორტო კრევეტები შეინახოს. ნატრიუმის სულფიტის გაჟონვა ქარხნიდან ახლა ჩუბუტის მდინარეს აბინძურებს, რომელიც კორფოს ლაგუნაში ჩაედინება, რაც დამამუშავებელი ქარხნების მიერ ბუნებრივი წყლითსავალი გზების სანაგვედ გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია — დაბინძურების სასტიკი, შემაშფოთებელი მაგალითი.
"ვინც სიტუაციას უნდა აკონტროლებდეს, ხალხის მოწამვლის ნებართვას სწორედ ის გასცემს", — უთხრა AFP-ს გარემოს დაცვითმა აქტივისტმა პაბლო ლადამ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები სატვირთო ავტომობილთა მუდმივი ნაკადით წუხდებოდნენ, რომელიც სამრეწველო პარკიდან მათი ქალაქის, ტრელევის გავლით მიდიოდა. სატვირთოები თევზის ნარჩენებს ეზიდებობნენ ქალაქის გარეთ მდებარე დამამუშავებელ ქარხნებში, ქალაქის გავლა კი იქ მოსახვედრად უწევდათ.
ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ავტომობილებს გზა ჩაუკეტეს.
"ყოველდღიურად უამრავ სატვირთო ავტომობილს ვიღებთ, მაცხოვრებლები დაიღალნენ ამით", — უთხრა ლადამ AFP-ს.
ბლოკადის შედეგად, პროვინციელმა თანამდებობის პირებმა, ნაცვლად მათი ტრელევის გარეუბნის დამამუშავებელ ქარხნებში გაგზავნისა, ქარხნებს ნარჩენების ლაგუნაში ჩაყრის ნება დართეს.
ნატრიუმის სულფიტი ფართოდ გავრცელებული ანტიოქსიდანტი და ლპობის საწინააღმდეგო საშალებაა, რომელსაც ძირითადად საქაღალდე და ბოჭკოვანი მასალის ინდუსტრიაში იყენებენ, მაგრამ შესაძლოა ფერის შესანარჩუნებლად გამოშრობილ ხილსაც დაამატონ და ხორცის შესანახადაც გამოიყენონ, მათ შორის კრევეტების.
არაბუნებრივი, ვარდისფერი ტონისდა მიუხედავად, სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ შეფერილობის ცვლა გარემომცველ ეკოსისტემებს არ აზიანებს და ეფექტი რამდენიმე დღეში ალაგდება.
ლადას მსგავსი გარემოს დამცველების აზრით, სამრეწველო პარკის მიერ გარემოზე დატოვებული კვალი მის ეკონომიკურ წვლილს აღემატება.
"მართალია, თევზის დამუშავება მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ ეს მრავალ მილიონდოლარიანი მოგების მქონე კომპანიებია, რომელთაც არ სურთ გადაიხადონ ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის დამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც პუერტო მადრინში, 56 კილომეტრით შორს უკვე არსებობს. შეუძლიათ უფრო ახლოსაც ააშენონ ქარხანა", — განაცხადა ლადამ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
კომენტარები