მოულოდნელად, აშშ-ში კიდევ ერთი სიცხის ტალღა გამოჩნდა, რომელიც რეკორდულ ტემპერატურებს გამოიწვევს
კიდევ ერთი გიგანტური სიცხის ტალღა ამერიკის შეერთებულ შტატებს სულისშემხუთავი, შეუჩერებელი სიცხით უვლის გარს.
ახალი სიცხის ტალღა ორშაბათს გამოჩნდა და ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს დასტრიალებს თავ, იუწყება The Guardian. ეს ამ უკვე ბრუტალური ზაფხულის ყველაზე დიდი ტალღაა და რეკორდულად მაღალ ტემპერატურებს გამოიწვევს ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც გვალვები, ხანძრები, და მომაკვდინებელი სიცხე უკვე მძვინვარებს.
ყველაზე საშინელმა სიცხის ტალღებმა წყნარის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთს გადაუარეს. რეგიონში, სადაც ტემპერატურა ჩვეულებრივ საშუალო მაჩვენებელს არ სცდებოდა, ტემპერატურის ახალი რეკორდი დამყარდა და წინას 5.5oC გრადუსით გადაუსწრო. სიცხემ, რომელმაც პორტლენდში და სიეტლში ასობით ადამიანი მოკლა, 46oC გრადუსს მიაღწია.
მისურის, არკანზასის, და ოკლაჰომას შტატებში 43oC გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, რაც მისურის რეკორდულ ტემპერატურასთან, 48oC გრადუსთან 1954 წელს, საშიშად ახლოსაა.
"ეს ჭკუის სასწავლებელი მომენტია საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ კლიმატური კრიზისი აქაა, ახლა ხდება და საშიშია. ეს ჩვენი შვილიშვილების პრობლემა კი არა, ჩვენი პრობლემაა. ეს კლიმატის მეცნიერებისთვისაც განმანათლებელი მაგალითია", — თქვა ლოურენს ბარკლის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერმა, მაიკლ ვენერმა.
ექსპერტების საერთო და მძიმე განაჩენიაა ისაა, რომ სწორედ ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებები იწვევენ სიცხის ტალღებს, რომლებიც უფრო და უფრო ხშირად ატყდება ქვეყანას თავს და მას მეტ ზიანს აყენებს. თუმცა, მაინც ცოტა თუ მოელოდა ასეთი მაშტაბის, ფაქტობრივად დამანგრეველ ბუნებრივ მოვლენებს აშშ-ში.
"ძალიან მძიმე და სახიფათო ზაფხული გვიდგას. ზოგიერთი ტალღა კატასტროფულად ცხელი აღმოჩნდა. ჩვენ ნამდვილად ველოდით ამის მსგავს მოვლენებს გლობალური დათბობის განვითარებასთან ერთად, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ვინმე იმას იფიქრებდა, რომ უკვე, ახლა ასე დაგვცხებოდა. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით ამდენ სიცხის ტალღას, უხეშად სულ ერთ რეგიონში, ერთ ზაფხულს", — დაამატა მაიკლ ვენერმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები