Pfizer-ზე რეგისტრაცია დაიწყო — რა უნდა ვიცოდეთ
ფოტო: pharmaceutical-technology.com
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, Pfizer-ზე რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალურ პორტალ booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან არის შესაძლებელი.
მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ პორტალი შეფერხებით მუშაობს, ნაწილი კი უკვე დარეგისტრირდა.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ ვაქცინაციის პროცესში:
- ფაიზერით აცრას 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანები შეძლებენ, თუმცა 18 წლამდე პირებისთვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა იქნება საჭირო;
- პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისს, 12:00 საათიდან
შეეძლებათ, ხოლო აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება. - ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
- COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ცხელ ხაზებს: 144-3 და 15 22-ს.
გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ შეიცვალა ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მეთოდი და წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ. ჯანდაცვის სამინისტროში ამას პორტალის განახლებასა და გამტარუნარიანობის გაზრდას უკავშირებენ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავიურისი, აცრის გაკეთება უკვე შეგიძლიათ გამოჯანმრთელებიდან 30 დღის შემდეგ.
საქართველომ ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ამერიკის მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით მიიღო. ფაიზერის გარდა, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
On.ge გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციისა და ვაქცინების შესახებ.
როგორ დავრეგისტრირდეთ
ვაქცინაზე რეგისტრაცია ელექტრონულია და სპეციალურ პორტალზე, Booking.moh.gov.ge-ზე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1522 და ოპერატორები დაგეხმარებიან.
პორტალზე შეცვლისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია საქართველოში ხელმწისაწვდომი 4 ვაქცინა და მათი დარჩენილი რაოდენობა. აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ასაკისთვის დაშვებულია.
ამის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანია ყველა მონაცემი სწორად იყოს მითითებული.
ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მობილურზე მოგივათ დასტური. ვაქცინაციისთვის მითითებულ დროსა და ადგილზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ცნობისთვის, ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
რაც შეეხება ეფექტურობას, პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია. NCDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ, 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.
Pfizer
ფაიზერით ვაქცინაციის დროს საჭიროა ორი დოზა. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
საქართველოში ფაიზერით აცრა დაშვებულია 16 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა იყოს 21-28 დღის ინტერვალი.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
AstraZeneca
ასტრაზენეკას ვაქცინას ასევე სჭირდება ორი დოზა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა და მას მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. ასტრაზენეკას ვაქცინის შენახვის პირობები შედარებით მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას ზრდის.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია 45 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის.
მეტი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ორი დოზა, სჭირდება. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის შენახვის პირობები მარტივია, (ინახება 2-8°C ტემპერატურაზე), რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოფარმით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოფარმის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinovac
სინოვაკის ვაქცინას სჭირდება ორი დოზა. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება. სინოვაკის შენახვაც 2-8°C ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოვაკით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოვაკის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
ვაქცინაციის მნიშვნელობა
გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ასევეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. NCDC ამბობს, რომ შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
თუ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ზუსტად არის ცნობილი ის, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში და ვაქცინაცია ამისგან გვიცავს
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
კომენტარები