10 ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო, რომლის მიღმაც საზარელი ისტორია იმალება
ფოტოგრაფიის დამსახურებით ისტორიას უამრავი მნიშვნელოვანი მომენტი შემორჩა, თუმცა ამის გაგება ერთი შეხედვით ხანდახან შეუძლებელია. მართლაც, ყველაზე საზარელი და სევდიანი ისტორიები ზოგჯერ სწორედ არაფრით გამორჩეულ ფოტოებში იმალება, რომელთაც შესაძლოა, მნახველმა ყურადღება არც კი მიაქციოს.
მაშ ასე, გთავაზობთ 10, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ფოტოს, რომლის მიღმაც საზარელი ისტორია იმალება:
1. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომლები უქმე დღეს სასიამოვნოდ ატარებენ
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოტოზე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომლები არიან, რომლებსაც ნამდვილად არ ეტყობათ, რომ ადამიანების უსასტიკესი გზებით დახოცვაში იღებდნენ მონაწილეობას.
2. ლეგენდარული "ტანკის კაცის" ფოტოს გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე
ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ფოტოა, თუმცა თუ კარგად დააკვირდები, მარჯვენა ზედა კუთხეში ტანკი ჩანს, მარცხენა ზედა კუთხეში კი ცნობილი "ტანკის კაცი", რომელიც 1989 წელს ტიანენმენის მოედანზე პროტესტის მონაწილეთა დარბევის დროს ტანკს წინ გადაუდგა და არ ატარებდა. "ტანკის კაცი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.
3. პაემნების ერთ-ერთი შოუს გამარჯვებული, რომელიც სერიული მკვლელი აღმოჩნდა
მარცხნივ მჯდომი კაცი ამერიკელი სერიული მკვლელი როდნი ალკალაა, რომელიც 70-იანი წლების The Dating Game-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ამ თამაშის გამარჯვებულს ქალი პაემანზე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ის ასე არ მოიქცა. როგორც აღმოჩნდა, შოუში მონაწილეობის დროისთვის ალკალას რამდენიმე ქალი უკვე გაეუპატიურებინა, სულ მცირე ერთი კი — მოეკლა.
4. კოლუმბიის კოსმოსური შატლის კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე
ფოტოს გადაღებისას ამ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი ხომალდი დაზიანებული იყო. სამწუხაროდ, 2003 წლის 1 თებერვალს მომხდარ კატასტროფას შვიდივე ასტრონავტის სიცოცხლე შეეწირა.
5. ჰაროლდ აგნიუ და "მსუქანი კაცი"
ამ ფოტოში ჰაროლდ აგნიუს "მსუქან კაცად" ცნობილი ატომური ბომბის "გული" უჭირავს. "მსუქანი კაცი" ნაგასაკიში 1945 წელს ჩამოაგდეს. მან დაახლოებით 80 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორისაც ზოგიერთი ადამიანი ბომბის ჩამოგდების შედეგად გამოწვეული დაავადებების, მათ შორის — ლეიკემიის შედეგად გარდაიცვალა.
6. ჯონ ლენონი საკუთარ მკვლელს ავტოგრაფს აძლევს
ეს ფოტო ცნობილი მუსიკოსის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. როგორც აღმოჩნდა, მკვლელს იარაღი ავტოგრაფის მიღების დროსაც ჰქონდა.
7. ჰარტლის ვიოლინო
ეს ვიოლინო უოლეს ჰარტლის ეკუთვნოდა. ის ტიტანიკის ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მუსიკოსი იყო, რომელიც გემის ჩაძირვის დროს სხვებთან ერთად უკრავდა, რათა შეშინებული მგზავრები დაემშვიდებინა. ჰარტლი ბენდის სხვა წევრებთან ერთად დაიღუპა, თუმცა სიკვდილამდე ინსტრუმენტი სპეციალურ ჩასადებში შეინახა. ვიოლინო მაშველებმა გემის ნამსხვრევებთან ერთად აღმოაჩინეს და ჰარტლის საცოლეს გადასცეს.
8. ბოლო სელფი
თუ ფოტოს ფონს კარგად დააკვირდები, სინათლეს შენიშნავ. ეს სინათლე სინამდვილეში მატარებელია, რომელსაც გოგოები სელფის გადაღების დროს ემსხვერპლნენ.
9. ფოტო ოჯახის გარდაცვლილ წევრთან
როგორც ჩანს, ძველად ოჯახის გარდაცვლილ წევრებთან თუ ნათესავებთან ერთად ფოტოს გადაღება უცნაური სულაც არ იყო. ამ ფოტოზე შუაში მყოფი ქალი გარდაცვლილია.
10. წყალქვეშა ხელის თხოვნა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა
"წყალქვეშ სუნთქვას იმდენი ხნით ვერ ვიკავებ, რომ მოგიყვე ყველაფერზე, რაც შენში მიყვარს. მაგრამ ყველაფერი, რაც შენში მიყვარს, ყოველდღიურად უფრო მეტად მიყვარდება", — ვკითხულობთ ფოტოზე. სწორედ ამ ტექსტით შესთავაზა ტანზანიაში კაცმა შეყვარებულს ცოლობა. სამწუხაროდ, კაცმა ზედაპირზე ასვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა.
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა










კომენტარები