აშშ-ში დაიწყო უპილოტო დრონების გატესტვა, რომლებიც ყუმბარებად იქცევიან
ავსტრალიის თავდაცვის კომპანიამ შექმნა დრონები, რომლებსაც სხვადასხვა მხრივ გამოიყენებენ. კომპანია Defendtex გეგმავს, რომ დრონები გაუშვას თვითგანადგურების მისიაზე, ფრონტის წინა ხაზზე, იუწყება Popular Science.
Drone40 ყუმბარის ფრენის კონტროლი შესაძლებელია მისი გაშვების შემდეგ, პორტატული სახმელეთო საკონტროლო სადგურიდან, რადიოკავშირის გამოყენებით.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ს საზღვაო ფლოტის ქვეითებმა პირველად ჩაატარეს სასწავლო წვრთნა Drone40-ით, ჩრდილოეთ კაროლინის ბანაკში. ეს წვრთნა მიზნად ისახავდა დრონების სანდოობისა და მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას, ისევე როგორც სწავლებას.
ჩვეულებრივი დრონებისგან განსხვავებით, Drone40-ს აქვს ვერტიკალური კორპუსი. ის ასევე იყენებს ოთხ ფრთას საფრენად, თუმცა შედარებით შეუმჩნეველია. საჭიროების შემთხვევაში, დრონის გაშვება ხელით ხდება, თუმცა ჩვეულებრივ, ის ყუმბარამტყორცნიდან ეშვება.
რაც მთავარია, დრონის ტვირთამწეობა მარტივად შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ, დრონი გამოიყენება დაზვერვისთვისაც. როგორც კომპანია ამტკიცებს, მას შეუძლია სრული ვიდეოჩანაწერების მოწოდება.
რაც შეეხება დრონის მონაცემებს, ის არის 190 გრამი, ხოლო მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა 300 გრამია. დრონს შეუძლია გადაიტანოს ლაზერული და კვამლის გამშვები მოწყობილობები.
დრონი იყენებს 20.5Wh ბატარეას, რომელიც უზრუნველყოფს ფრენას დაახლოებით 20 კილომეტრზე. მისი სიჩქარე კი 20მ/წმ-ია, ავტოპილოტის რეჟიმის დროს.
კომენტარები