ინგლისში პირბადის სავალდებულო ტარების აღსადგენად პეტიციას 185 ათასმა მოაწერა ხელი
58 წლის მარტინ კორდიმ, რომელიც ბრისტოლში ცხოვრობს, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების აღსადგენად პეტიცია შექმნა. პეტიციას ამ დროისათვის უკვე 185 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
კორდის თქმით, მას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვს და "შეშფოთდა", როცა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გაიგო. მას სურს, პირბადის ტარება სავალდებულო მანამდე იყოს, სანამ დაინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება და მოსახლეობის უმეტესობა ორჯერ აიცრება.
კორდი ამბობს, რომ როცა 2020 წლის მარტში კარანტინი პირველად გამოცხადდა, სახლიდან, ფაქტობრივად, არ გადიოდა და მხოლოდ მეზობლების კეთილშობილების იმედად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიღებული აქვს, ფიქრობს, რომ სახლის დატოვება მაინც რისკის ქვეშ აყენებს.
"ჩემ მსგავსად ათასობით ადამიანი ფიქრობს", — ამბობს იგი, — "ისინი თავს ისევ დაუცველად გრძნობენ; თითქოს უკან ვბრუნდებით.
"სუპერმარკეტში ან მაღაზიაში ხალხი გიახლოვდება, რათა დახლიდან რაღაც ჩამოიღონ, რიგში შენ წინ ან უკან დგანან, ასე რომ, ამას ვერ გაექცევი. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ის უმნიშვნელო მსხვერპლია, რის სანაცვლოდაც ეპიდსიტუაციის გაკონტროლებას შევძლებთ", — დასძენს კორდი.
კორდის მსგავსად ინგლისში უამრავი ადამიანი, მათ შორის ბევრი ექიმიც, ითხოვს, რომ პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირების 5,16 მილიონი და მისით გარდაცვალების 128 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, მოსახლეობის 52 პროცენტს ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიღებული აქვს, რის გამოც ქვეყნის პრემიერმინისტრმა 19 ივლისისთვის რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქება დააანონსა.
ვითარება საქართველოში
ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 13 ივლისს განაცხადა. ამ დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 379 673 და მისით გარდაცვალების 5 479 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისათვის ქვეყანაში 310 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები