აღმოჩენა — დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა სრულიად განსხვავებული მექანიზმით სუნთქავდა
ზოგჯერ ადამიანები რთულ სიტუაციებში ერთმანეთს ღრმად სუნთქვის მოწოდებით ვამხნევებთ, მაგრამ თავად პროცესში არაფერი ჩანს დამაბნეველი. ჰაერის ჩასასუნთქად ფილტვებს ვაფართოებთ და ვკუმშავთ, რათა ამოვისუნთქოთ, ჩიტების შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. ფილტვების მოძრაობის ნაცვლად, ჰაერს მათ გარეთ მდებარე საჰაერო საკნები ტუმბავს. ვინაიდან ჩიტები დინოზავრთა ბოლო ცოცხალი წინაპრები არიან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი გადაშენებული ნათესავებიც იგივენაირად მოქმედებდნენ, მაგრამ ერთი განამარხებული ქსოვილის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქმე ყოველთვის ასე სულაც არ ყოფილა.
ჰეტეროდონტაზავრი ტუკი ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი წარმომადგენელია ფრინველმენჯთა კლასისგან, რომელიც სტეგოზავრებსა და ჰადროზავრებსაც მოიცავს.
"ჰეტეროდონტაზავრი დაკარგული რგოლია დინოზავრთა წინაპრებსა და ჩვენთვის ცნობილ უფრო დიდ, მომხიბლავ სახეობებს შორის", — განაცხადა მინესოტას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ვიქტორ რადერმახერმა.
ფილტვები და საჰაერო საკნები თითქმის არასოდეს განამარხდება, ასე რომ, თუ გადაშენებული ცხოველების სასუნთქი მექანიზმები გვაინტერესებს, სასუნთქი აპარატის საყრდენი ძვლების შესწავლა მოგვიწევს. eLife-ში რადერმახერი ჰეტეროდონტაზავრის ძალიან კარგად შენახული, სამხრეთ აფრიკაში მოპოვებული ნამარხის გამოკვლევის პროცესს აღწერს, რათა მის განსხვავებულ სასუნთქ ტექნიკაზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც სასუნთქად მკერდისა და ქვედა მუცლის ღრუს გაფართოებას მოიაზრებს. იგი სისტემას “მენჯის ჰაერსაბერს” უწოდებს. მტკიცებულება ნეკნებში მდგომარეობს, რომელთაც კანოეს ფორმა აქვს, მათგან მომავალი პატარა ძვლები კი ფილტვებს შიგნით და გარეთ ქაჩავს.
რადერმახერმა სინქროტრონის ულტრა-მაღალი ძალის მქონე რენტგენის სხივები გამოიყენა ჩონჩხის დეტალებში შესწავლისა და მათზე დაყრდნობილ კუნთთა რეკონსტრუქციისთვის.
ტრიცერატოფსს რომ ეს თვისება წინაპართაგან თანდაყოლილი ჰქონოდა, გამოვიდოდა, რომ იურულმა პარკმა მეცნიერებამდე 28 წლით ადრე მიაკვლია ამას. სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, ნაშრომი აღნიშნავს:
"მკერდის ეს გაზრდილი მოძრაობა მხოლოდ პრიმიტიულ ფრინველმენჯებში იყო შესაძლებელი. უფრო დახვეწილმა სახეობებმა დაკარგეს აღნაგობის ის დიდი ნაწილი, რომელიც ამ მოძრაობის შესრულებაზე აგებდა პასუხს".
მიუხედავად იმისა, რომ ჩიტები თეროპოდები არიან და, შესაბამისად, უფრო ახლოს მყოფი ტირანოზავრ რექსებთან, ვიდრე ფრინველმენჯებთან, ჰეტეროდონტოზავრებსა და მის შთამომავლებს ახლანდელ ჩიტებთან იმდენად მსგავსი მენჯის სტრუქტურები ჰქონდათ, რომ მათი სახელი სინამდვილეში "ჩიტის მენჯიანსაც" კი ნიშნავს. ამისდა მიუხედავად, როგორც ჩანს, ადრეული ფრინველმენჯას მენჯი ჩიტისას ოდნავადაც არ ჰგავდა. ზოგიერთი ჩიტის ჩონჩხი საჰაერო საკნების არსებობას ამჟღავნებს, მაგრამ ზოგიერთისა, თუნდაც მყვინთავი ჩიტების — არა, მიუხედავად მათი არსებობისა. ამან პალეონტოლოგებს გადაშენებულ სახეობათა სხეულის ინტერპრეტაცია გაურთულა მოცემული სტრუქტურების გარეშე.
"საბოლოო მესიჯი მაინც ის არის, რომ მრავალი გზა არსებობს სასუნთქად, ხოლო დედამიწაზე ცხოვრების მართლაც საინტერესო ნაწილი ის არის, რომ ყველას სხვადასხვა სტრატეგია გაგვაჩნია ერთი და იგივე რამის საკეთებლად, ჩვენ კი ახლახანს სუნთქვის ახალი სტრატეგია აღმოვაჩინეთ", — თქვა რადერმახერმა.
კომენტარები