მასკის Boring Company-მ ფლორიდაში გვირაბის მშენებლობის ნებართვა მიიღო
ილონ მასკის Boring Company-მ ოფიციალურად წარადგინა მიწისქვეშა გადაადგილების სისტემის აშენების გეგმა downtown-სა და Fort Lauderdale-ს (ფლორიდა) შორის. გეგმა დაისახა კომპანიასა და ქალაქის მთავრობას შორის მოლაპარაკებების შედეგად. ქალაქის მთავრობას უნდოდა სანაპიროზე პარკინგის პრობლემის მოგვარება. პროექტზე თანხმობა კი კომპანიამ მაიორი დინ ტრანტალისის ტვიტის შემდეგ მიიღო.
ეს, ჯერჯერობით, ფორმალური თანხმობაა და პროექტის დეტალები ჯერ არ განიხილება, რადგანაც ქალაქის კანონმდებლობის მიხედვით, პროექტზე გამოცხედებულია ტენდერი. სხვა კომპანიებს ჯერ კიდევ 45 დღე აქვთ იდეების დასახვეწად და წარსადგენად.
Las Olas Loop-ად წოდებული გზის შემდეგ, რომელიც downtown-ს სანაპიროსთან აკავშირებს, გვირაბი სტუმრებს შესთავაზებს პარკინგს Brightline train station-თან და მათ გვირაბში გზის გავლა Tesla-თი შეეძლებათ. ქალაქის დაგეგმარების მიხედვით მგზავრობა Uber-ის გადასახადთან ($10) შედარებით განსხვავდებული იქნება და გვირაბით მგზავრობა ერთ ადამიანზე $5-8 ეღირება, წერს CNN.
ამჟამად, ფლორიდის შტატში მხოლოდ ორი გვირაბია. ზედაპირის ქვეშ არსებული კირქვა გვირაბების გათხრას ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მრავალი წელია უმჯობესდება, ადგილის ტოპოგრაფიამ შეიძლება მაინც გაართულოს გვირაბის გათხრა. თუმცა მასკი 2016 წელს თავის ტვიტში საპირისპიროს ამტკიცებდა:
მარტივია ნიადაგის ან ხისტი ქვის გათხრა, განსხვავებით კირქვისგან, რომელსაც აქვს ბუნებრივი ხვრელები. ფლორიდაში წყალიც მაღალ დონეზეა და წვიმისას მისი დონე უფრო იზრდება, რაც გვირაბების შენების პერიოდში მათი დატბორვის შანსებსაც ზრდის. იმ ადგილას ასევე არის წყლის შემცველი შრეები, რომელთა დაცვაც ასევე საჭიროა.
ცნობილია, რომ Boring Company-მ შეამცირა გვირაბის ხარჯები, რითაც ხელს შეუწყობს ქალაქის მიერ დანაზოგის კეთებას. ამან თითქმის დაარწმუნა მაიამის მაიორი, რომ დაეწყოთ პროექტი წლის დასაწყისში, მაგრამ ამ საკითხის გარშემო დეტალებს ჯერ კიდევ ველოდებით.
ივნისის ბოლოს, The Boring Company-მ გახსნა თავისი პროექტი ლას ვეგასში, სადაც 18 თვიანი სამუშაოების შემდეგ, 45 წუთის განმავლობაში სავალი მანძილი 2 წუთამდე დასაფარ გზამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, პროექტს აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს პროექტი იყო ამაო, რადგან გვირაბში გადაადგილებისთვის მხოლოდ Tesla-ს მანქანებს გამოიყენებდნენ, როცა ავტობუსი ან მატარებელი მგზავრების გადასაყვანად შასაძლოა მეტად ეფექტური ყოფილიყო.
კომენტარები